უეფას განვითარების თასს საქართველოს 16-წლამდე ნაკრები დაეუფლა. ალბანეთში გაამრთულ ოთხთა ტურნირის ბოლო ტურში ზურაბ ხიზანიშვილის გუნდი ლიეტუვას შეხვდა და ფრედ ითამაშა, რაც პირველ ადგილზე გასასვლელად საკმარისი აღმოჩნდა.
ლიეტუველებთან შეხვედრის ძირითადი ფრედ, 0:0 დააასრულა, ხოლო პენალტების სერიაში ლიუეტუველებმა იმარჯვეს. ამგვარად საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა 5 ქუალ დააგროვადა მეტოქეებისთვის მიუწვდომელი გახდა. ბოლო ტურში ალჟირმა მასპინძელი ალბანეთი ვერ დაამარცხა (0:0) და უეფას განვითარების თასზე მეორე ადგილი დაიკავა, მესამეზე ალბანეთი გავიდა, მეოთხეზე – ლიეტუვა.
ზურაბ ხიზანიშვილის გუნდმა უეფას განვითარების თასი მეორედ მოიპოვა. პირველად ეს საქართველოს 16-წლამდე ნაკრებმა 2019 წელს ლიეტუვაში შეძლო. გუნდი შემოდგომაზე 17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე იასპარეზებს, რომელსაც თბილისი იმასპინძლებს – ჩვენი ნაკრების მეტოქეები ბელგია, უკრაინა და ლიეტუვა იქნებიან.