16-წლამდელებმა უეფა-ს განვითარების თასი მოგებით დაიწყეს
16-წლამდელებმა უეფა-ს განვითარების თასი მოგებით დაიწყეს

საქართველოს 16-წლამდე ნაკრებმა ალბანეთში, უეფა-ს განვითარების თასზე პირველი შეხვედრა გამართა და საკმაოდ ძლიერი მეტოქე დაამარცხა.

ზურაბ ხიზანიშვილის გუნდი ალჟირის 16-წლამდე ნაკრებს დაუპირისპირდა და მინიმალური ანგარიშით – 1:0 დაამარცხა. ერთადერთი გოლი 65-ე წუთზე დავით შიოლაშვილმა გაიტანა.

საქართველო 1:0 ალჟირი

გოლი: 1:0 შიოლაშვილი (65)

​საქართველო: მაქაცარია, ქართველიშვილი, მოლაშვილი, ბაგრატიონი, აღდგომელაშვილი, ლაცაბიძე, ხუტიაშვილი (67. ბერია), გ. დავრაშელიძე, ბერიანიძე (67. გეგიაძე), დვალიშვილი (56. შიოლაშვილი), ნ. დავრაშელიძე (67. კალანდაძე)

​სათადარიგო შემადგენლობა: ბერუაშვილი, ბართია, ხაბურზანია, ღურწკაია.

მთავარი მწვრთნელი: ზურაბ ხიზანიშვილი.

საქართველოს 16-წლამდე ნაკრები უეფა-ს განვითარების თასის მეორე ტურში მასპინძელ ალბანეთს 27 თებერვალს შეხვდება. მატჩი თბილისის დროით 14:00 საათზე დაიწყება.