საქართველოს 16-წლამდელ ფეხბურთელთა ნაკრები ერევანში გაემგზავრება, სადაც სომეხ თანატოლებთან ორ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს – პირველი 22 მაისს გაიმართება, ხოლო მეორე – 24 მაისს.
ნაკრების მთავარი მწვრთნელი ზვიად ჯელაძე გუნდს ერევანში წასვლამდე ორი დღით ადრე, 19 მაისს შეკრებს და „დავით პეტრიაშვილი არენაზე“ ავარჯიშებს
მეკარეები: ლუკა ხარშილაძე (დინამო თბ), ავთო კაპანაძე (ჩიხურა);
მცველები: ზურაბ ერაძე, ლაშა კვარაცხელია, საბა ხვადაგიანი (სამივე – დინამო თბ), საბა მამაცაშვილი, ზურაბ ლატარია, ანდრია დევდარიანი (სამივე – საბურთალო), ბექა ღირდალაძე (ტორპედო).
ნახევარმცველები: თორნიკე მორჩილაძე, ლევან ოსიყმაშვილი, გიორგი სიჭინავა, ბაკურ ჯინჯოლავა, ირაკლი აზაროვი, გიორგი მირზიკაშვილი, დავით ზურაბიანი (ყველა – დინამო თბ), ნიკა ტალახაძე (საბურთალო).
თავდამსხმელები: ლუკა ტორონჯაძე (გაგრა), გიორგი ლაცაბიძე (მერანი).