ხვალ, 14 მარტს, საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრების შეკრება იწყება. გუნდი 20 მარტამდე სასტუმრო „მოხალისეში“ დაბინავდება და მთავარი მწვრთნელი, გიორგი ჩიტაური მაკედონიაში დაგეგმილი განვითარების თასისთვის მოამზადებს. ამ ბალკანურ ქვეყანაში ტურნირი 21-26 მარტს გაიმართება, საქართველოს მეტოქეები, მასპინძელი მაკედონიის გარდა, აზერბაიჯანი და საუდის არაბეთი იქნებიან. მწვრთნელმა შეკრებაზე შემდეგი შემადგენლობა მიიწვია –
მეკარეები: ნიკოლოზ შურღაია (დინამო თბ), ლუკა ხარატიშვილი (სფფ აკადემია);
მცველები: გიორგი ჩხეტიანი, საბა ხვადაგიანი (ორივე – დინამო თბ), გიორგი გრიგალაშვილი, ბაქარ აბჟანდაძე (ორივე – სფფ აკადემია), ირაკლი კვაშილავა, გიორგი ამბროსიძე (ორივე – საბურთალო), სანდრო ტატიშვილი (ლოკომოტივი).
ნახევარმცველები: გიზო მამაგეიშვილი, ოთარ მამაგეიშვილი, ზურაბ ზოსიაშვილი, ლაშა ონიანი (ყველა – სფფ აკადემია), გიორგი აბუაშვილი, ლუკა გაგნიძე, ზაურ სიჭინავა (სამივე – დინამო თბ), თემურ ვაზაგაშვილი (უოტფორდი, ინგლისი), გიორგი გვიშიანი (საბურთალო).
თავდამსხმელები: ნიკა მსხილაძე, ჯადული იობაშვილი (ორივე – დინამო თბ).