ცნობილმა საფეხბურთო პორტალმა „ფორფორთუ“-მ (FourFourTwo) შეადგინა ბოლო ათწლეულის საუკეთესო მეკარეების რეიტინგი. კლასიფიკაციას სათავეში ჩაუდგა მადრიდის „ატლეტიკოს“ მეკარე იან ობლაკი.
მიმდინარე სეზონში მადრიდელთა მეკარე მეტოქეთა დარტყმების 73.1 პროცენტს იგერიებს. ობლაკმა 100 „მშრალი“ მატჩის ნიშნულს 178 მატჩში მიაღწია.
რეიტინგის ტოპ-ათეული ასე გამოიყურება:
1. იან ობლაკი (ატლეტიკო)
2. ალისონი (ლივერპული)
3. მარკ-ანდრე ტერ-შტეგენი (ბარსელონა)
4. ტიბო კურტუა (რეალი)
5. კეილორ ნავასი (პსჟ)
6. პეტერ გულაჩი (ლაიპციგი)
7. სამირ ჰანდანოვიჩი (ინტერი)
8. მანუელ ნოიერი (ბაიერნი)
9. ედერსონი (მანჩესტერ სიტი)
10. დავიდ დე ხეა (მანჩესტერ იუნ)