შეადგინეს ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელების სიმბოლური ნაკრები
შეადგინეს ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელების სიმბოლური ნაკრები

ესპანურმა გამოცემა „მარკამ“ შეადგინა სიმბოლური ნაკრები ამ მომენტისთვის მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელებისგან.

სიაში ვერ მოხვდნენ ვერც „ბარსელონას“ კაპიტანი ლიონელ მესი და „იუვენტუსის“ ფორვარდი კრიშტიანო რონალდო.

მეკარე – იან ობლაკი (ატლეტიკო, 90 მლნ ევრო);

მცველები – ალფონსო დევისი (ბაიერნი, 80 მლნ), ვირჯილ ვან დეიკი (ლივერპული, 80 მლნ), მატეის დე ლიგტი (იუვენტუსი, 70 მლნ), ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი (ლივერპული, 110 მლნ);

ნახევარმცველები – ჯოშუა კიმიხი (ბაიერნი, 85 მლნ), კევინ დე ბრუინი (მანჩესტერ სიტი, 120 მლნ), სადიო მანე (ლივერპული, 120 მლნ), რაჰიმ სტერლინგი (მანჩესტერ სიტი, 128 მლნ);

ფორვარდები – კილიან მბაპე (პარი სენ-ჟერმენი, 180 მლნ), ნეიმარი (პარი სენ-ჟერმენი, 128 მლნ).