რონალდო, მესი, ლევანდოვსკი - ფიფა-მ წლის ფეხბურთელის პრიზის ფინალისტები დაასახელა
რონალდო, მესი, ლევანდოვსკი - ფიფა-მ წლის ფეხბურთელის პრიზის ფინალისტები დაასახელა

ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციამ (ფიფა) გამოაცხადა საფეხბურთო პრემია The Best-ის ნომინაციათა ფინალისტები.

ფიფას ვერსიით წლის საუკეთესო მოთამაშის პრიზისთვის იბრძოლებენ: კრიშტიანო რონალდო (იუვენტუსი), ლიონელ მესი (ბარსელონა) და რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი).

შეგახსენებთ, რომ შარშან ეს პრიზი მესიმ მოიგო, რომელმაც ფინალში რონალდოსა და „ლივერპულის“ მცველს ვირჯილ ვან დეიკს აჯობა.

საუკეთესო მწვრთნელის ნომინაციაში ფინალისტები გახდნენ: ჰანს-დიტერ ფლიკი (ბაიერნი), იურგენ კლოპი (ბაიერნი) და მარსელო ბიელსა (ლიდსი).

საუკეთესო მეკარე – ალისონი (ლივერპული), მანუელ ნოიერი (ბაიერნი) და იან ობლაკი (ატლეტიკო).

ასევე ცნობილი გახდა სამი ფინალისტი ფერენც პუშკაშის პრიზზე, რომელიც წლის საუკეთესო გოლის ავტორს გადაეცემა: ჰეონ მინ სონი (ტოტენჰემი), ჯორჯიან დე არასკაეტა (ფლამენგო) და ლუის სუარესი (ბარსელონა).

დაჯილდოვების ცერემონია ონლაინ-ფორმატში 17 დეკემბერს გაიმართება.