ობლაკი, შესაძლოა, „პარი სენ-ჟერმენში“ გადავიდეს
ობლაკი, შესაძლოა, „პარი სენ-ჟერმენში“ გადავიდეს

მადრიდის „ატლეტიკოს“ მეკარე იან ობლაკი „პარი სენ-ჟერმენის“ ინტერესთა სფეროში მოხვდა, – დაწერა ბრიტანულმა გაზეთმა „დეილი მეილმა“.

გამოცემის მონაცემებით, პარიზელები განიხილავენ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას მეკარის შეძენის ვარიანტს. თავად ობლაკი არ არის კლუბის შეცვლის წინააღმდეგი, რადგან მეტი ტიტულის მოგების სურვილი აქვს.

27 წლის ობლაკი „ატლეტიკოში“ 2014 წლიდან თამაშობს. სლოვენიელის კონტრაქტი მადრიდულ კლუბთან 2023 წლის ზაფხულამდე მოქმედებს. მისი სატრანსფერო ღირებულება დაახლოებით 90 მილიონ ევროს უტოლდება.

ამ სეზონში ობლაკმა პრიმერაში 12 მატჩი ჩაატარა.