აზარი თვეში 2.25 მილიონი ევროთი ლა ლიგის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია #1TVSPORT
აზარი თვეში 2.25 მილიონი ევროთი ლა ლიგის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია #1TVSPORT

მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველი ედენ აზარი ესპანეთის ჩემპიონატის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია.

ფრანგულმა გამოცემამ, L’Equipe-მა გამოაქვეყნა ლა ლიგის მოთამაშეთა რეიტინგი ყველაზე მაღალი ხელფასებით. ბელგიელი ყველაზე მეტს იღებს – 2,25 მილიონ ევროს თვეში.

ლა ლიგის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელები (ერთი თვის ხელფასი, გადასახადების გადახდამდე):

  1. ედენ აზარი (რეალი) – 2,25 მლნ ევრო
  2. რობერტ ლევანდოვსკი (ბარსელონა) – 2,17 მლნ ევრო
  3. სერხიო ბუსკეტსი (ბარსელონა) – 1,91 მლნ ევრო
  4. დავიდ ალბა (რეალი) – 1,88 მლნ ევრო

5-7. ვინისიუსი (რეალი) – 1,67 მლნ ევრო

5-7. ჟორდი ალბა (ბარსელონა) – 1,67 მლნ ევრო

5-7. იან ობლაკი (ატლეტიკო) – 1,67 მლნ ევრო