პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაცია (ATP) 10 ივნისს მოთამაშეებთან ონლაინ-კონფერენციას ჩაატარებს, რომელზეც განიხილავენ სეზონის განახლების გეგმას. კერძოდ, შეხვედრის შემდეგ, ცნობილი გახდება ჩრდილოეთ ამერიკისა და ევროპის რამდენიმე ტურნირის ბედი.
მამაკაცთა პროფესიული ტური აპირებს ტურნირების ორგანიზებას ვაშინგტონში, ტორონტოში, ცინცინატისა და უინსტონ-სალემში. ეს მოხდება აშშ-ის ღია პირველობის წინ. ასევე რამდენიმე ტურნირის გამართვა იგეგმება როლან გაროსის წინ, კერძოდ, უნდა ჩატარდეს „მასტერსები“ მადრიდსა და რომში.
დღეისთვის, საერთაშორისო საჩოგბურთო სეზონი 31 ივლისამდეა შეჩერებული.