საქართველო საბავშვო ევროვიზია 2024-ის გამარჯვებულია. ანდრია ფუტკარაძემ საქართველოს საბავშვო ევროვიზიაზე მეოთხე გამარჯვება მოუტანა, სიმღერით To My Mom
2023 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოს წარმომადგენელი ანასტასია ვასაძე და „რანინას“ მონაწილეები ოთო ბაზერაშვილი და ნიკოლოზ ხარატი მეათე ნომრად გამოვიდნენ, საკონკურსო სიმღერით Over The Sky.
2022 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე, პროექტ „რანინას“ გამარჯვებულმა, მარიამ ბიგვავამ გიგა კუხიანიძის სიმღერა I Believe/მჯერა შეასრულა. საქართველოს წარმომადგენელი მესამე ადგილზე გავიდა.
პროექტ „რანინას“ გამარჯვებულმა ნიკო ქაჯაიამ 2021 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე გიგა კუხიანიძის სიმღერა „დავაგროვოთ ღიმილები“ (Lets Count The Smiles) შეასრულა. საქართველოს წარმომადგენელი მეოთხე ადგილზე გავიდა.
2020 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველო სანდრა გადელიამ წარადგინა. მან გიგა კუხიანიძის საკონკურსო სიმღერა „შენ მარტო არ ხარ“ (You are not alone) შეასრულა. საქართველოს წარმომადგენელი მეექვსე ადგილზე გავიდა.
2019 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველო გიორგი როსტიაშვილმა წარადგინა, სიმღერით „გვინდა, გვიყვარდეს“ (We Need Love).
2018 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველო თამარ ედილაშვილმა წარადგინა, სიმღერით – „შენი ხმა“.
2017 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსში გრიგოლ ყიფშიძემ, სიმღერით „გულის ხმა“ მეორე ადგილი დაიკავა.
2016 წელს საბავშვო ევროვიზიის სიმღერის რიგით მე-14 კონკურსის გამარჯვებული საქართველოს წარმომადგენელი მარიამ მამადაშვილი გახდა, საკონკურსო სიმღერით „მზეო”.
2015 წლის საბავშვო ევროფესტივალში საქართველო კვარტეტმა The Virus-მა წარადგინა, სიმღერით „გაბედე”.
2014 წელს კონკურსში საქართველო წარადგინა Lizi-Pop-მა, სიმღერით Happy Day.
2013 წელს საბავშვო ევროფესტივალში საქართველოს სახელით გამოვიდა ჯგუფი The Smile Shop, სიმღერით Give me your Smile.
2012 წელს კონკურსში საქართველო ჯგუფმა The FunKids წარადგინა, სიმღერით Funky Lemonade.
2011 წელს ჯგუფი Candy, სიმღერით Candy Music საბავშვო ევროვიზიის გამარჯვებული გახდა.
2010 წელს საბავშვო ევროვიზიაში საქართველოს სახელით მარიამ კახელიშვილი გამოვიდა, სიმღერით „მარი-დარი”.
2009 წელს ქვეყანა კონკურსში ჯგუფმა PRINCESSES წარადგინა, სიმღერით „ლურჯი ფრინველი”.
2008 წელს საქართველოს წარმომადგენელი ჯგუფი „ბზიკები” საბავშვო ევროვიზიის გამარჯვებული გახდა.
2007 წელს საბავშვო ევროფესტივალში საქართველო მარიამ რომელაშვილმა წარადგინა, სიმღერით „ოდელია რანუნი” და გაიმარჯვა.