ნიკო ქაჯაიას წარმატებული გამოსვლა საბავშვო ევროვიზიაზე - ქართველმა კონკურსანტმა IV ადგილი დაიკავა

საქართველოს წარმომადგენელი ნიკო ქაჯაია საბავშვო ევროვიზია 2021-ის კონკურსზე მეოთხე ადგილზე გავიდა. ქართველმა კონკურსანტმა 163 ქულა დააგროვა.

მალტამ, სომხეთმა და საფრანგეთმა საქართველოს წარმომადგენელს 12 ქულა მიანიჭეს.

ქართველი კონკურსანტი დღეს მე-2 ნომრად გამოვიდა.

პროექტ „რანინას“ გამარჯვებულმა ნიკო ქაჯაიამ საქართველოს სახელით საბავშვო ევროვიზიაზე გიგა კუხიანიძის სიმღერა „დავაგროვოთ ღიმილები“ (Lets Count The Smiles) შეასრულა.

კონკურსზე ხმის მიცემა ონლაინ იყო შესაძლებელი. შოუს პირდაპირი ეთერით ტრანსლაცია საზოგადოებრივმა მაუწყებელმა განახორციელა.