ESC 2016

 ნიკა კოჩაროვი და ჯგუფი Young Georgian Lolitaz, სიმღერით Midnight Gold

2016 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსში საქართველოს წარმომადგენლები ნიკა კოჩაროვი და ჯგუფი Young Georgian Lolitaz, სიმღერით Midnight Gold მე-20 ადგილზე გავიდნენ.

2016 წელს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ევროვიზიის სიმღერის კონკურსში საქართველოს წარმომადგენლები პრესკონფერენციაზე დაასახელა. კონკურსზე ქვეყანა წარადგინეს – ნიკა კოჩაროვმა და ჯგუფმა Young Georgian Lolitaz.  ალტერნატიულ როკჯგუფთან მოლაპარაკებები რამდენიმე კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა.

სიმღერის შესარჩევად – საზოგადოებრივმა მაუწყებელმა კონკურსი გამოაცხადა. კომპოზიტორებს შესაძლებლობა ჰქონდათ  სპეციალურად ნიკა კოჩაროვის & Young Georgian Lolitaz-ისთვის შეექმნათ კომპოზიცია, მათი ჟანრის გათვალისწინებით, კერძოდ – ალტერნატიული ინდი როკი ელექტრონული მუსიკის ელემენტებით. შემოსული განაცხადებიდან, ხუთი სიმღერა შეირჩა: Midnight Gold, Pain in my Heart, Right or Wrong, Sugar and Milk, Weagree.  შიდაშესარჩევი კონკურსის  გამარჯვებული კომპოზიცია გახდა – Midnight Gold.  გამარჯვებული სიმღერა მაყურებელმა და საერთაშორისო ჟიურიმ ხმის მიცემის შედეგად, ერთობლივად, გამოავლინეს. საერთაშორისო ჟიური ოთხი პროფესიონალისგან შედგებოდა, ესენია: მარვინ დიტმანი – სცენოგრაფი, კრისტერ ბიორკმანი – პროდიუსერი, ევროვიზია 2016-ის ერთ-ერთი ორგანიზატორი, საშა ჟან-ბაპტისტი – რეჟისორი, ენდი მიხეევი – ჟურნალისტი, ექსპერტი.

 

ნიკა კოჩაროვი
დაბადების თარიღი -1980 წლის 22 ივნისი
1986 წლიდან სწავლობდა მუსიკალურ და სამხატვრო სკოლებში.
ნიკას მუსიკალურ გემოვნებაზე გავლენა მოახდინა მამამ, ცნობილმა მუსიკოსმა ვალერი კოჩაროვმა. ვალერი კოჩაროვს სახელს უკავშირდება The Beatles-ის პოპულარიზაცია საქართველოში. 1993-1994 წლებში ნიკა მამის ჯგუფ “ბლიცთან“ერთად საგასტროლო ტურში იმყოფებოდა ლივერპულში.
მისი პირველი დებიუტი სცენაზე ჯუფ “ბლიცთან“ერთად შედგა. როდესაც მამამ და შვილმა The Beatles-ის სიმღერა A Hard Day’s Night შეასრულეს, ნიკამ პირველი საჩუქარი დაიმსახურა – მაყურებელმა აკუსტიკური გიტარა უსახსოვრა, რომელზეც ისწავლა დაკვრა და დღემდე ამ გიტარის დახმარებით ქმნის მუსიკას.
თბილიში დაბრუნების შემდეგ, ნიკამ ჩამოაყალიბა პირველი ჯგუფი, კლასელებთან ერთად. ამის შემდეგ ნიკა არერთი ჯგუფის წევრი იყო.
2000 წელს ფესტივალზე “მზიური” მაყურებლის წინაშე თავის ახალ ჯგუფ Young Georgian Lolitaz-თან ერთად წარდგა. ჯგუფის შემადგენლობა არაერთხელ შეიცვალა. უცვლელ წევრებად რჩებოდნენ ნიკა კოჩაროვი და ლევან შანშიაშვილი. ამჟამად, ჯგუფში მათთან ერთად უკრავს გიორგი მარი და დიმა ოგანესიანი. 2003 წელს ჯგუფის მიერ ფილმისთვის “პოსტ ფანკი” დაწერილი მუსიკა წლის საუნდტრეკად დასახელდა. ამავე წელს გამოვიდა ჯგუფის პირველი ალბომი Lemonjuice, რასაც მოჰყვა პირველი შეთავაზება ლონდონიდან.
2004 წელს ინგლისურენოვან ვებგვერდზე – mp3unsigned.com ნიკა კოჩაროვის Star წლის სიმღერად დასახელდა. 2005 წელს მუსიკოსი ლონდონში ერთერთ ლეიბლთან აფორმებს ხელშეკრულებას და ფესტივალებსა და კონცერტებში მონაწილეობს. 2006 წელს ჩაიწერა მორიგი ალბომი, ამჯერად ლონდონში.
2011 წელს ნიკა თბილისში ბრუნდება და კიდევ ერთ ახალ ჯგუფს Z For Zulu-ს ქმნის, რომელთან ერთადაც წერს ახალ ალბომს, პროდიუსერებთან დიმიტრი ტიკავოის (Dimitri Tikovoi) და დანტონ საფლისთან (Danton Supple) ერთად. 2014 წელს კონკურსზე “ფენიქსი” Z For Zulu საუკეთესო ჯგუფად სახელდება. ჯგუფმა Z For Zulu-მა გამოუშვა სამი ალბომი, რომლებშიც ძირითადად, ნიკას სიმღერები არის შესული. ასევე, მასვე ეკუთვნის ჯგუფის ვიდეორგოლები და ალბომების დიზაინი.
ნიკას ჰყავს ორი შვილი, 7 წლის კოსმო და 3 წლის დამიანი. ის თავისუფალ დროს შვილებთან ატარებს. არის კარგი მზარეული. აქვს გიტარების კოლექცია.

გიორგი მარი (Giorgi Marr) (ბას გიტარა)
დაბადების თარიღი – 1984 წლის პირველი მაისი
სწავლობდა 1999 – 2001 წლებში – იაკობ ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო ტექნიკუმში, 2001 – 2007 წლებში – თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, 2009 – 2011 წლებში – ჰააგის სამეფო სამხატვრო აკადემიაში (KABK Royal Academy of Art Den Haag)
სამუშაო გამოცდილება:
2005-2007 წლებში – ჟურნალი “ცხელი შოკოლადი” – ილუსტრატორი
2006-2008 წლებში – ჟურნალი “ოზონი” – არტ დირექტორი
2012-2015 წლებში – ფესტივალის Tbilisi Open Air – მთავარი დიზაინერი
2013 წელს – კლუბი RIFFER
2000 წელს, დათო ლომიძესთან ერთად, დაარსა ჯგუფი Str!ng-ი. 2007 წელს ჩაიწერა Str!ng-ის ალბომი, სახელწოდებით B52. ჯგუფი Str!ng-ი 2009 წლამდე აქტიურად მოღვაწეობდა.
2010 წელს გიორგიმ და ზურა ჯავახიამ დაარსეს ჯგუფი ZurGi. ჯგუფი მონაწილეობდა მრავალ მუსიკალურ ფესტივალში და გამოუშვა ორი ინტერნეტალბომი. ZurGi-მ იარსება 2013 წლამდე.
ამჟამად, მოღვაწეობს ჯგუფში The Black Marrows და ჯგუფში Young Georgian Lolitaz, როგორც ბასგიტარისტი.

ლევან შანშიაშვილი – (გიტარა)
დაბადების თარიღი – 1984 წლის 10 ნოემბერი
დაამთავრა N 25-ე სამუსიკო სკოლა, შემდეგ მე-3 მუსიკალური კოლეჯი და სახელმწიფო კონსერვატორია, კლასიკური გიტარის განხრით. 1999 წელს შექმნა ალტერნატიული ჯგუფი “ქაოსი”, ხოლო 2011 წელს ჯგუფი Kid Jesus-ი. 2000 წლიდან დღემდე უკრავს (გიტარა) ჯგუფში Young Georgian Lolitaz . ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

დიმიტრი ოგანესიანი (დასარტყამი ინსტრუმენტები)
დაბადების თარიღი – 1979 წლის 17 აგვისტო
N 168-ე სკოლის დამთავრების შემდეგ, ჩააბარა ზაქარია ფალიაშვილის სახელობის მეორე სამუსიკო სასწავლებელში. წლების განმავლობაში, თანამშრომლობდა სხვადასხვა კოლექტივებთან. ამჟამად, დიმიტრი ოგანესიანი უკრავს ჯგუფში Young Georgian Lolitaz.

 

Midnight Gold (ტექსტი)
When I came to, your smell on me
I reached around the bed and grabbed a cigarette out of your bag.
Sound of you breathing, feel of your skin,
brought back some memories, I never thought this all could happen to me.
Ten hours are missing from memory,
I vaguely can recall pain and pleasure mixing in one bowl
My mind is spinning, I know the bliss
Ten million miles away my flesh and bones are dreaming in a haze.