ESC 2013

სოფო გელოვანი და ნოდიკო ტატიშვილი, სიმღერით Waterfall

„ევროვიზია 2013-ში” საქართველოს სახელით წარდგნენ მომღერლები სოფო გელოვანი და ნოდიკო ტატიშვილი. კონკურსი შვედეთში გაიმართა.

2013 წელს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა საკუთარი უფლება გამოიყენა და საქართველოს წარმომადგენელი შიდაშესარჩევი კონკურსის გამოცხადების გარეშე დაასახელა.

სოფო გელოვანი დაიბადა 1984 წლის 21 მარტს.
1990-1997 წ. დაამთავრა მე-10 მუსიკალური შვიდწლედი-ფორტეპიანოს განხრით;
2001-2005 წ. ილია ჭავჭავაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი – საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი ესპანური ენის განხრით;
2003-2007 წ.წ. ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის მუსიკალური სასწავლებელი-საესტრადო ფაკულტეტი.
1999 წ. სატელევიზიო მუსიკალური პროგრამის Утренняя звезда გამარჯვებული.
2000 წ. ქ. ერევანის საესტრადო სიმღერების შემსრულებელთა საერთაშორისო კონკურსი “დო-რე-მი” – პირველი ადგილი.
2003 წ. ქ. სანქტ-პეტერბურგის საესტრადო სიმღერების შემსრულებელთა საერთაშორისო კონკურსი Путь к звездом – გრან-პრი.
2006 წ. ქ. კიშინოვში საესტრადო სიმღერების შემსრულებელთა საერთაშორისო კონკურსი Songs of the World – გრან-პრი.
2007 წ. ქ. სანქტ-პეტერბურგის კონკურსი Весна романса – გრან-პრი.
2007 წ. ქ. მოსკოვის საერთაშორისო კონკურსი Романсиада – პირველი ადგილი.
2006-2007 წ. პედაგოგიური მოღვაწეობა
ვოკალში და ქართულ სიმღერაში (ქ. სანქტ-პეტერბურგი ქართული დიასპორა).
2011 წ. მუსიკალური პროექტის „10+10“ მონაწილე (საქართველო-სომხეთი).
2012წ. მუსიკალური პროექტის „10+10“ მონაწილე (საქართველო-უკრაინა).
2012 წ. იაკობ გოგებაშვილის სახელობის კიკეთის სკოლა-სიმღერის პედაგოგი.

 

ნოდიკო ტატიშვილი დაიბადა 1986 წლის 5 ნოემბერს. დაამთავრა თბილისის მეორე მუსიკალური სასწავლებელი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სპეციალობით „სახელმწიფო მართვის მოხელე“.
2010-2011 წლებში სწავლობდა ლონდონში The Institute Of Contemporary Music Performance, ასევე Burlington school.
იგი არის მრავალი საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული, მის ჯილდოებშია: გრან პრი, პირველი, მეორე და მესამე ადგილები, მთავარი პრიზები. ეს კონკურსებია: „პალანგა 2005“ (ლიტვა), Amber Star 2005 (ლატვია), „აზიის ხმები – ასტანა 2007“ (ყაზახეთი), World Star Quest 2008, სლავიანსკი ბაზარი 2008 (ბელორუსია), Golden Voices (მოლდოვეთი).
მას ხშირად უწევს სხვადასხვა საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობა.
საქართველოში: ქართული Pop Idol „ჯეოსტარი 2009“-ს გამარჯვებული.
მთავარი როლები აქვს შესრულებული მიუზიკლებში: ალექსანდრე ბასილაიას „ჩხიკვთა ქორწილი“ (2008წ), გიორგი ცაბაძის და გიორგი შენგელაიას „ვერის უბნის მელოდიები“ (2012წ).
2011 წელს გამოიცა მისი სადებიუტო ალბომი, სახელწოდებით – I am Georgian.
2011 წელს ასევე გაიმართა მისი პირველი სოლო კონცერტი ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში.
2008-2009 წლებში გალობდა სამების საკათედრო ტაძრის საპატრიარქო გუნდში.