ESC 2011
ჯგუფი Eldrine, სიმღერით One More Day
2011 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველო Eldrine-მა წარადგინა.
ჯგუფმა ეროვნულ ფინალში გაიმარჯვა. ევროვიზიის შიდაშესარჩევი კონკურსი საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ პავილიონში გაიმართა. შესარჩევ კონკურსში მონაწილეობა შვიდმა მომღერალმა და ვოკალურმა ჯგუფმა მიიღო.
შიდაშესარჩევ კონკურსში მონაწილეობდნენ:
ჯგუფი Eldrine – One More Day
თემო საჯაია – „ჯარისკაცის სიმღერა”
სალომე კორკოტაშვილი – Love
ჯგუფი „ტკბილი აბები”- Face to Face
ჯგუფი November და დიტო ლაგვილავა – „ამ ახალ დღეს”
ნინი შერმადინი – Rejected
ჯგუფი The Georgians – Loved, Seen, Dreamingჟიურისა და მაყურებლის გადაწყვეტილებით, გამარჯვება ჯგუფმა Eldrine-მა, სიმღერით One More Day მოიპოვა.
ევროვიზიის კონკურსი გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში ჩატარდა.