ESC 2009
შიდაშესარჩევი კონკურსის გამარჯვებული ჯგუფი „სტეფანე და 3G”, სიმღერით – Put In Disco
2009 წელს, საქართველოს შიდაშესარჩევი კონკურსის გამარჯვებული ჯგუფი „სტეფანე და 3G” გახდა.
ჯგუფს საქართველოს სახელით მოსკოვში გამართულ ევროფესტივალზე უნდა შეესრულებინა სიმღერა – Put In Disco.
მედიასაშუალებებში გახმოვანდა, რომ სიმღერას ორაზროვანი, პოლიტიკური დატვირთვა ჰქონდა, რომელიც რუსეთის პრემიერ-მინისტრის მისამართით ვრცელდებოდა.
ევროპის მაუწყებელთა კავშირმა უხერხულობის თავიდან ასაცილებლად ქართულ მხარეს სიმღერის შეცვლა შესთავაზა.
მოგვიანებით, საქართველომ კონკურსში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.