ემზარ კვიტაიშვილი
ემზარ კვიტაიშვილი

ემზარ კვიტაიშვილი – პოეტი, მწერალი, ესეისტი. დაიბადა 1935 წელს ქ. თბილისში, ექიმის ოჯახში. 1959 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი.

მისი პირველი ლექსები დაიბეჭდა 1957 წელს “ცისკარსა” და “პირველ სხივში”. 1963 წელს გამოქვეყნდა მისი პირველი კრებული – “გზაში ნათქვამი სიმღერა”. 1963 წლიდან ჟურნალ “ცისკარის” ლიტერატურული მუშაკი იყო, ხოლო 1974 წლიდან დღემდე შოთა რუსთაველის ლიტერატურის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელია. გამოცემული აქვს ოცამდე პოეტური კრებული, კრიტიკული წერილები და ესეისტური ლიტერატურა.