პანდემიისგან შექმნილი პრობლემების მიუხედავად, გასულ წელს მსოფლიო კინოში არაერთი შესანიშნავი ნამუშევარი გამოვიდა, რომლის ნახვის შესაძლებლობაც მართალია არა კინოთეატრებში, მაგრამ სახლის პირობებში მაინც შეგვიძლია. გთავაზობთ 2020 წელს გამოსული ათი საუკეთესო ფილმის სიას.

ჩიტების მეტამორფოზა / The Metamorphosis of Birds

მხატვრული და დოკუმენტური ჟანრების სინთეზირებით, კინოესსეს და ნარატიული სურათის იდეალური ნაზავი, „ჩიტების მეტამორფოზა“ ერთ-ერთი ყველაზე ამაღელვებელი, ესთეტურად მშენიერი და სიუჟეტურად ახლო და ემოციური ნაწარმოებია, რაც ოდესმე მინახავს. აქ დაგხვდებათ ვიზუალური ბრწყინვალების მრავალი ნიმუში, რომელიც ასოციაციურად გაგახსენებთ ხან ოლივიერას, ხან ბერგმანს, ხან ტარკოვსკის, მაგრამ მუდმივად გამომგონებლური და სიახლით სავსე დარჩება თითოეული მიზანსცენა; დააპაუზეთ ნებისმიერ კადრზე და საოცარი სტილის გრძნობით შექმნილ ფერწერულ ტილოს მიიღებთ ეკრანზე. ამასთან, საოცარი პოეტურობით მოთხრობილი ისტორია ოჯახზე, სამშობლოზე, ბავშვობაზე, საგვარეულო წარსულზე და ისტორიაზე, იმდენად რეზონანსული და საყოველთაოა, რომ ის მალევე წყვეტს იყოს მხოლოდ რეჟისორის მოგონებების და გრძნობების აუდიოვიზუალური გალერეა და სრული თანაგანცდით და ემოციური ვიბრაციით გამყოფებს მთელი ქრონომეტრაჟის მანძილზე.

The Father / მამა

ენტონი ჰოპკინსი იმდენად შთამბეჭდავი, მრავალმხრივი და ბუნებრივია როლში, რომ მხოლოდ მისი პერფორმანსია საკმარისი მიზეზი, ფილმის სანახავად, თუმცა საბედნიეროდ, ეს არაა ერთადერთი არგუმენტი, მის დაუყოვნებლივ ჩასართავად. „მამა“ სიუჟეტურად ქრონომეტრაჟის მოზრდილი ნაწილი ხან მისტიკაა, ხან ტრილერია, ხან ფსიქოლოგიური თავსატეხია, ხან სასოწარკვეთით სავსე დრამაა. თუმცა რეჟისორი სიუჟეტში ნავიგაციის და მასთან ადაპტირების საშუალებას მარტივად იძლევა, რაც ემოციური მიჯაჭვულობის გაჩენას მალევე ხდის შესაძლებელს. მთელი ფილმი მხოლოდ ინტერიერშია გადაღბული, რაც მის თემატიკას იდეალურად ეხმიანება, აქ მრავლადაა ისეთი სცენები, რომელზეც თვალის მორიდება მოგინდებათ, იმდენად ინტიმურ ოჯახურ ეპიზოდებს აღწერს, მაგრამ მმთავარი პერსონაჟის მდგომარეობა, ის თუ როგორ ხდება მისი განცდების და მოგონებების და რეალობის ექსპოზიცია, ძალიან ემოციური და თანაგრძნობით სავსე სანახაობაა. და კიდევ ერთხელ, ენტონი ჰოპკინსი!

 

1 2 3 4 5