Китобой / ვეშაპებზე მონადირე

გასული წლის ერთ-ერთი ყველაზე უცნაური, აბსურდული და რამდენად გასაკვირიც არ უნდა იყოს, სინაზით სავსე ფილმი, ფილიპ იურევმა გადაიღო ჩუკოტკაში, ადგილობრივი, არაპროფესიონალი მსახიობებით. ფილმის მთავარი მომხიბვლელობა სიურეალისტური კონტრასტებია, რომელსაც რეჟისორი მოულოდნელად ამყარებს დეტროიტსა და ჩუკოტკას შორის, ჩუქჩების კომუნას აღგვიწერს სინსპოპის ჟანრის მუსიკის მელანქოლური ჟღერადობის ფონზე, ეშაპებზე მონადირე ჩუქჩა თინეიჯერს კი ამერიკაში სიყვარულის მოსაპოვებლად წავლის ილუზიას უნერგავს. ფილმი ერთდოულად რამდენიმე კრიტიკულ ხაზს მიყვება; ინტერნეტის მიერ უფუნქციო კავშირების და ილუზიების ფორმირების საკითხს, ამერიკული ოცნების ფანტომურ ბუნებას, საკუთარ კულტურასთან ინტეგრაციის გარდაუვალ საჭიროებას, რეალობიდან გაქცევის სურვილს და საკუთარ თავთან დაბრუნების კონფლიქტს და ა.შ. თუმცა ესენციურად ის მთავარი გმირის მოგზაურობაა, ოდისევსის მიკროვერსია, რომელიც სახლიდან გარბის და მრავალი ტურბულენტური მდგომარეობის გამოვლა უხდება, იმისათვის, რომ შინ დაბრუნდეს.

მანკი / Mank

ჰოლივუდის ოქროს ხანაზე გადაღებულ ფილმებს შორის, ფინჩერის „მანკი“ ერთ-ერთი საუკეთესო ნამუშევარია, რისი ნახვის ფუფუნებაც შეგიძლიათ მისცეთ თავს. ამასთან, რასაკვირველია ფინჩერი მხოლოდ ჰოლივუდის კინოწარმოების წესზე და კულტურული ელიტის მორალურ დეკადანსზე არ ჩერდება და გაცილებით დიდ მასშტაბს უმატებს ისტორიას, გვიჩვენებს პოლიტიკის განხორციელების მეთოდიკას, ჰოლივუდის როლს პოლიტიკური პროპაგანდის წარმოებაში, სოციალისტური იდეების დემონიზებაში, ხალხის აზრით მანიპულირებაში და ა.შ. ამ ყველა სიკეთის პარალელურად კი „მანკის“ მთავარი სიუჟტური ხაზი, კინოს ისტორიის ხატმწერ ნაწარმოებზე, „მოქალაქე კეინის“, შექმნის ისტორიას ეთმობა, რაც განსაკუთრებულ ფეერიულობას სშენს სურათს. მოკლედ, ყველაფერი, რაც გიყვართ კინოში, აქაა თავმოყრილი, იდეალური ფორმით და მრავალშრიანი შინაარსით.

 

 

1 2 3 4 5