ლამაზი გოგო

 

გაშიშვლებულხარ

პერანგქვეშ ურჩად

და შეგიშლია

ჭკუიდან ქუჩა!

გული ბგერებად

გადმოგიღვრია,

ბედნიერებაც

სადღაც იქვეა.

გრიმი თვალებთან

ჩამოგრეცხია –

ეს საყვარელთა

ვნების ცეცხლია.

შენი საძილე,

სანამ ადრეა,

გაუნაწილე

სხვებსაც, მადლია.

ლამაზო გოგო!

შენა ხარ ოდა

მზის და მაისის,

რომელმაც დრო და

ჟამი არ იცის.

კეკლუცად გაშლილ

ვარდს ემსგავსები,

გვერდით, ლარნაკში

რომ ათავსებენ.

ხარ განთიადთა

სხივი პაწია,

გვავიწყებ დარდს და

გაწამაწიას.

ღამით, აგროვებ

ჯადოს ვამპირულს.

დილით, გაქრობენ,

როგორც ლამპიონს.

 

 

 

ლამაზო გოგო!

 

შენი კოცნა და

შენი ალერსი

საოცრად მოჰგავს

მახვილს ალესილს.

თვით ამურიც კი

ვერ დაუწუნებს

სიმკვრივეს ამ შენს

ქორფა ძუძუებს.

მაქმანი წელთან

ჩაკეტილია –

ღირს გადაკვეთა,

ისე ტკბილია.

ვიოლინოს ჰგავს

შენი არსება,

სიამისაგან

რომ აკვნესებენ.

 

 

 

ლამაზო გოგო!

 

კვირტი ხარ ოდენ

ერთი ღამისთვის,

რომელმაც დრო და

ჟამი არ იცის.

და ხარ ვარსკვლავი

სიყვარულისა,

მკერდს განასკვული,

ზეიმის ნიშნად.

შენ ხარ წარსულით

გულდაწყვეტილთა

“ი”-ზე დასმული

ერთი წერტილი,

ერთი შეხება

და ერთი ვნება,

რომ იგემებენ

და ივიწყებენ.

 

 

 

ლამაზო გოგო!

 

არ გაგაწბილა

ფლირტის პოკერმა –

თვალების წყვილით

გიყვარს მოგება.

ბედნიერებას

რითმად სჭირდები,

ხან ამღერდები,

ხან ატირდები.

შენს წყაროს ერთი

ყოფნის შეხება –

და თავად ღმერთებს

შეეშხეფება.

კარად გაქვს ტილო

თეთრად ნაღები,

სიმღერით ცდილობს

სხვა მის გაღებას.

 

 

 

ლამაზო გოგო!

 

ერთი საბრალო,

ციცქნა კვირტი ხარ,

უცებ ხარობ და

უცებ მიდიხარ.

სიახლის სურვილს

არ ეურჩები,

როდესაც სული

დაგეჭმუჭნება.

ლამაზო გოგო!

შემოძარცულო

ქარვის ფოთოლო,

თუკი წარსულის

სევდამ მოთოვა,

თუ გსურს ხალისი

და გაგიჟება,

აქ, ჩემს მხარეში

გეპატიჟები!

 

 

 

ლამაზო გოგო!

 

გაშიშვლებულხარ

პერანგქვეშ ურჩად

და შეგიშლია

ჭკუიდან ქუჩა!

 

ლამაზო გოგო!

                                         

                                                  ფრანგულიდან თარგმნა

 ბაჩანა ჩაბრაძემ

1 2 3 4 5 6