Bonnie and Clyde3

 

გახსოვთ ამბავი ჯესი ჯეიმსის –

როგორ იბრძოდა გადარჩენისთვის?

ამ ჯერზეც ტყვიის წვიმებით ნაბანს,

გეტყვით ბონის და კლაიდის ამბავს!

 

მაშ ასე: კლაიდს თან ახლავს ცოლი –

ლამაზი გოგო, სახელად ბონი.

ისინი ქმნიან ბანდას “ბაროუ”:

ბონი პარკერ და კლაიდ ბაროუ.

 

Bonnie and Clyde

 

– გაცნობის დღიდან მახსოვს კლაიდი

პატიოსანი და მუყაითი.

– ეჰ, უნდა ითქვას, რომ არ მადროვა

წყნარად ცხოვრება უსამართლობამ!

 

Bonnie and Clyde

 

– ჩვენზე ჭორები თხზეს ჟურნალებმა,

თითქოს ხალხს ვკლავდით შეუბრალებლად.

– სინამდვილეში, მხოლოდ კრეტინებს

და მოლაყბეებს მოვაკეტინეთ.

 

Bonnie and Clyde

 

– პოლიციელი თუ მოკლეს სადმე,

მაშინვე ჩვენზე იძვრება საქმე.

– ბანკს თუ ძარცვავენ, სუყველა ამხელს

ბაროუსა და პარკერის სახელს.

 

Bonnie and Clyde

 

– და ყოველ ჯერზე, როდესაც მშვიდად,

წყნარი ცხოვრების დაწყება გვინდა,

– ტყვიამფრქვევებით გვარტყამენ ალყას

და დრო კა-კა-ნის სმენაში გაგვყავს.

 

Bonnie and Clyde

 

– ვიცი, ერთხელაც, ტყვია მოგვისწრებს.

ჩემზე არ ვდარდობ, მხოლოდ – ბონიზე!

– მე, ბონი, ტყავსაც მივცემ ბარეორს,

ოღონდ არ ავნონ კლაიდ ბაროუს!

 

Bonnie and Clyde

 

ასე დაეშვა ამ წყვილის ფარდა,

სხვა რა გზა ჰქონდათ, სიკვდილის გარდა.

ბევრი ჯეელიც თან მიჰყვა, ამ დღეს,

კლაიდ ბაროუს და ბონი პარკერს.

 

ფრანგულიდან თარგმნა

ბაჩანა ჩაბრაძემ

 

 


2  გენსბური 30-ანი წლების პარიზის პოპულარული ცეკვის რეაბილიტირებას ახდენს და ამავე დროს, მოკლე ფრაზებითა და ბგერა “ვ”-ს ხშირი გამოყენებით, ერთდროულად იავურ ენასა და XIX საუკუნის საფრანგეთში გავრცელებულ არგოზე “მეტყველებას” ცდილობს.

 

3  ამ სიმღერას, რომელიც შესულია იმავე სახელწოდების ალბომში, გენსბური ბრიჟიტ ბარდოსთან ერთად ასრულებდა. ნაწარმოები შთაგონებულია თავად ბონი პარკერის ლექსით The Story of Bonnie and Clyde.

 

 

 

1 2 3 4 5 6