იავური2

 

მე ვიწვალე, თქვენ კი არა,

ძვირფასო,

სანამ გნახეთ. ვაღიარებ,

ძვირფასო.

 

ნუ იუარებთ –

ვიცეკვეთ ჩვენ იავური

და გვიყვარდა

ერთმანეთი იმწუთს!

 

თქვენი აზრით, რა დავტყუეთ

სიყვარულს?

მხოლოდ ის, რომ დამატყვევეთ,

ძვირფასო.

 

ნუ იუარებთ –

ვიცეკვეთ ჩვენ იავური

და გვიყვარდა

ერთმანეთი იმწუთს!

 

აფსუს, აპრილს ვნება შეშლის

ხელახლა.

მე კი მსურდა, იგი თქვენში

მენახა.

 

ნუ იუარებთ –

ვიცეკვეთ ჩვენ იავური

და გვიყვარდა

ერთმანეთი იმწუთს!

 

უმიჯნუროდ ყოფნის ფასი

ვინ თქვასო!

მაგრამ… თქვენ ისურვეთ ასე,

ძვირფასო…

 

ნუ იუარებთ –

ვიცეკვეთ ჩვენ იავური

და გვიყვარდა

ერთმანეთი იმწუთს!

 

 

 

1 2 3 4 5 6