ელიზა

 

ელიზა,

მომეყრდენ გულზე,

ელიზა,

დამიფრთხე მუზა.

შეაცურე თითები,

ნატიფი, ფაქიზი,

ჩემი თმების

უღრან ტყეში, ლიზა.

 

ელიზა,

მომხვიე ხელი,

ელიზა,

მიპოვნე ხალი.

დამიწანი მძივებად,

გამიყავი თმები.

ბავშვები ვართ,

ერთიჭკუისები!

 

ელიზა,

სხვებზე ნუ დარდობ.

ამქვეყნად

ჩვენა ვართ მარტო!

და შენ თუ ოცის ხარ და

მე კი – ორმოცისა,

აი, დარდი!

ეჰ… კარგი რა, ლიზა…

 

ელიზა,

მომეყრდენ გულზე,

ელიზა,

დამიფრთხე მუზა.

შეაცურე თითები,

ნატიფი, ფაქიზი,

ჩემი თმების

უღრან ტყეში, ლიზა.

 

 

 

 

1 2 3 4 5 6