– I ნიშნავს ლოლუას

გაყინულს და ქათქათას,

სახურავზე კიდია,

გვილამაზებს ზამთარს.  – ამოიზმუვლა ფრენკ დეტვეილერმა. ძალიან მოინდომა, რომ მასაც საყვარელი ბავშვის შთაბეჭდილება დაეტოვებინა, მაგრამ ამაოდ.
ამ დროს ყველასათვის მოულოდნელად, სასადილოს კარი ხმაურით ისე ფართოდ გაიღო, რომ კედელზე მიჯახუნდა. სალიმ თავი ასწია. შეშფოთებულ დედებს კისრები მოეგრიხათ, ისე უნდოდათ ახალმოსულის დანახვა. მისის მილსი წამოდგა და კარისკენ გაქანდა. დედების რიგებში ჩურჩული ატყდა.

  • ჰეი!- დაიძახა ფრენკ დეტვეილერმა.

მისის მილსის ხმა კართან გაისმა.

  • დიდი ბოდიში, სერ, მაგრამ ახლა წარმოდგენა მიდის. შემობრძანდით, დაბრძანდით და… – თქვა მან ერთი ამოსუნთქვით, ცდილობდა, სიტყვები ერთი

მეორესთვის რაც შეიძლება სწრაფად მიება.

– გზას მე თვითონ გავიგნებ! – იყო პასუხი.

მისის მილსმა უკან დაიხია და დიდი ცარიელი თვალები აატრიალა. დედები გაირინდნენ.  სტუმარი ზორბა, გაუპარსავი კაცი იყო, გაზეთილი მაისურიდან გამოჩრილ მკლავებზე ლურჯი და შავი ტატუები მოუჩანდა, ქაუბოის ჩექმა და ჯინსები ეცვა. ამღვრეულ თვალებს აცეცებდა, ხელში ვისკის ბოთლი ეჭირა. ჯერ  წინ, სცენისკენ წავიდა და შეჩერდა, სინათლემ თვალები დაუბრმავა. მერე ხელით მოიჩრდილა და ხრინწიანი ხმით დაიღრიალა:

  • რეილინგ! სად ხარ, რეილინგ პრიდი! შენ გეძახი!
  • მამა! აი, ეს მამაჩემია! – სიხარულით წამოიძახა კენიმ.

მაყურებლებში ვიღაცამ სკამი გაახრიალა.

  • აბა, აქედან გაბრძანდი, ვიდრე პოლიციაში დამირეკია! – წამოხტა კენის დედა.

მისტერ პრიდი ალბათ ამას არ მოელოდა, შეტორტმანდა, წონასწორობა რომ შეენარჩუნებინა, ნაძვის ხის განათების სინათლის სადენს ჩაეჭიდა და თავისკენ ძლიერად მოსწია. სადენი  ჩამრთველიდან  გამოძვრა და ნახევარი ოთახი ჩაბნელდა. ოთახში პანიკა ატყდა.

  • მე ჩემი შვილის წასაყვანად მოვედი! – დაიძახა კაცმა.
  • მაშინ ჩემი მოკვლა მოგიწევს! – დაუყვირა კენის დედამ.
  • იქნებ ასეც ჯობდეს.

სინათლეზე რკინამ გაიელვა. ვიღაცამ იკივლა, მერე კიდევ ვიღაცამ, მერე კიდევ. მისტერ პრიდის ხელში დიდი დანა ეკავა.

– მისტერ იოპ! – გაისმა მისის მილსის გამგმინავი წივილი. – ვინმემ მისტერ იოპს დაუძახეთ.

მისტერ იოპი პენსიონერი ელექტრიკოსი იყო და სკოლაში დარაჯად მუშაობდა.

მისტერ პრიდი დანით ხელში კენის დედისკენ გაემართა, ძალიან ნელა ადგამდა ნაბიჯებს, ტერფს ზუსტად მეორე ტერფის წინ დგამდა, წინა რიგებიდან დედები წამოხტნენ და ოთახში გაიფანტნენ.
კენის დედამ მისტი დარლინი წინ ფარივით დაიყენა და თან მისტერ პრიდლის უყვიროდა:

  -ეგ დანა მოაშორე!

მისტერ პრიდი  მისკენ მიიწევდა და ტუჩებს ილოკავდა, მერე წამით შეჩერდა და დანა  სცენისკენ გაიშვირა.

  • აბა აქეთ მოდი და ბიჭი წაიყვანე! – დაიყვირა.
  • აბა ერთი შენ წაიყვანე! – უპასუხა გაანჩხლებულმა კენის დედამ და მისტი

დარლინს უკან უფრო მონდომებით დაიმალა.

მისტერ პრიდლი მისკენ მკვეთრად გადაიხარა.

  • წადი, მოიყვანე. თუ არ გინდა, რომ ცხვირი აგათალო.

კენის დედამ ბავშვი ჩამოუშვა და კაცს დამცინავად მიაჩერდა.

  • იცოდე, რამე *** არ ჩაიდინო. – უთხრა.

უცებ ყველაფერი აირია,  რკინა ისევ აელვარდა და წამში თვალებგაფართოვებულ მისის პრიდლის,  მისტერ პრიდლის ხელი კისერზე ყულფივით ჰქონდა შემოხვეული და პაჭუა ცხვირზე დანის წვერი ედო.

– ჯანდაბა, რაელინ, – ყურში დამარცვლით ჩასძახა მისტერ პრიდლიმ ისე, თითქოს რაღაცას ნანობსო. – კარგად იცი, რომ ყველაფერზე წავალ.

მისის მილსი სასოწარკვეთილი წივილით ისევ მისტერ უოპს უხმობდა. ნეტავ რას გააკეთებდა მისტერ უოპი აქ რომ ყოფილიყო?  მისტერ უოპი სამოცდაათი წლის მაინც იქნებოდა და რამდენიმე წლის წინ, ჰიდროელექტროსადგურში მუშაობისას ცალი ხელი დაკარგა.

მისტერ პრიდლი ფერდაკარგულ მისის პრიდლის უკან ედგა, მკლავი ისევ კისერზე ჰქონდა შემოჭდობილი, დანა კი მის ცხვირთან მიბჯენილი. ის ნელ-ნელა სცენისკენ მიიწევდა და ქალსაც თან მიაჩოჩიალებდა – მუხლებს ფეხებში ურტყამდა და უკან სვლას ასე აიძულებდა. კენის დედას ისევ მისტი დარლინი ჰყავდა ჩაბღუჯული, რომელიც თვალებს გამალებით აფახულებდა და არაფრისმეთქმელი გამომეტყველებით ჭერში იყურებოდა.

– ბავშვები!- გაისმა ვიღაცის განწირული ხმა.
– გაიქეცით! – ამას კიდევ ერთი განწირული ხმა მოყვა, მაგრამ ბავშვების უმრავლესობა უკვე გაქცეულიყო. სცენაზე დარჩნენ მხოლოდ კენი, სალი და თამი დანკინი, რომელიც ღნაოდა და შიშისგან ვერ ინძრეოდა.

– თამი! – არაამქვეყნიური ხმა აღმოხდა მისის დანკინს.  ის სცენის მარცხენა მხარეს ჩაიმუხლა და ხელები გაშალა. აქეთ გამოიქეცი, დედიკოსთან!

მისტერ პრიდი უკვე სცენის კიბეზე ადიოდა და თან მისის პრიდისაც მიათრევდა. როცა სცენაზე დადგა ფეხი და მარცხნივ, თავისი შვილისკენ გაიწია, ფეხით აქვითინებულ თამის წამოედო. თამის ირმის რქები გვერდზე მოქცეოდა და თვალებში ეფხატებოდა.  მისის დანკინი სცენაზე ახტა, თამისკენ გაიქცა, მისტერ და მისის პრიდლის დაეჯახა და ლამის წააქცია. (ამას მოჰყვა გმინვა მაყურებლებში, რადგან ქვემოდან ისე ჩანდა, რომ მისის პრიდლის არა მხოლოდ ბავშვი გაუვარდებოდა ხელიდან, არამედ ცხვირსაც დაკარგავდა.) მისტერ პრიდლის ხელიდან ვისკის ბოთლი გაუსხლტა და სცენაზე დაიმსხვრა.

  • უკაცრავად, რაე. – თქვა დაბნეულობისგან სუნთქვაშეკრულმა მისტერ

პრიდლიმ  და ეცადა, თავი ხელში აეყვანა.

– აქ რა ჯანდაბას აკეთებთ, ქალბატონო?- მისტერ პრიდლი მისის დანკინს მიაჩერდა.

მისის დანკინი შუშის თვალებით შეჰყურებდა მისტერ პრიდლის, ხელი მობუზულ თამიზე ჰქონდა შემოხვეული და უკან იხევდა.

  • ერთი წუთით! – მისტერ პრიდლიმ თვალები მოჭუტა და მისის დანკინს

ისე დააკვირდა, თითქოს რაღაცის გახსენება სურსო. მისის დანკინი ისევ უკან-უკან მიდიოდა, მისტერ პრიდლი მას მიჰყვებოდა, ცალ ხელს კენის დედას არ უშვებდა, ხოლო მეორე ხელით კი დანას იქნევდა. მისის დანკინი გაჩერდა, ცრემლები ლოყებზე შეხმობოდა, შიშით ატანილს, თვალები გაფართოვებოდა.

  • ოღონდ ეს არა! – შესძახა ვიღაცამ. – ნამდვილად დახოცავს!
    – შენ! გიცანი! ძუკნა! შენ მომიქსიე ძაღლი იმ ღამეს! – გამოცრა კბილებიდან

მისტერ პრიდლიმ.

1 2 3 4 5