დონა თარტი
დონა თარტი
თანამედროვე ამერიკელი მწერალი დონა თარტი 2014 წელს ჟურნალმა Time მსოფლიოს 100 ყველაზე გავლენიან ადამიანებს შორის დაასახელა. ამავე წელს ის პულიცერის პრემიისა და ენდრიუ კარნეგის მედლის მფლობელი გახდა წიგნისთვის The Goldfinch. დონა თარტი 1963 წლის 23 დეკემბერს დაიბადა. ცამეტი წლის იყო, როცა მისი პირველი ლექსი  გამოქვეყნდა ლიტერატურულ ჟურნალში. მისისიპის უნივერსიტეტში სწავლისას კი მან თავისი ნიჭით ჟურნალ  Harper’s Magazine– ის რედაქტორის, უილიამ მორისის ყურადღება მიიპყრო. 2003 წელს გამოსულმა დონა ტარტის წიგნმა The Little Friend ლიტერატურული WH Smith Literary Award მიიღო. როგორც კრიტიკო...

თანამედროვე ამერიკელი მწერალი დონა თარტი 2014 წელს ჟურნალმა Time მსოფლიოს 100 ყველაზე გავლენიან ადამიანებს შორის დაასახელა. ამავე წელს ის პულიცერის პრემიისა და ენდრიუ კარნეგის მედლის მფლობელი გახდა წიგნისთვის The Goldfinch.

დონა თარტი 1963 წლის 23 დეკემბერს დაიბადა. ცამეტი წლის იყო, როცა მისი პირველი ლექსი  გამოქვეყნდა ლიტერატურულ ჟურნალში. მისისიპის უნივერსიტეტში სწავლისას კი მან თავისი ნიჭით ჟურნალ  Harper’s Magazine– ის რედაქტორის, უილიამ მორისის ყურადღება მიიპყრო.

2003 წელს გამოსულმა დონა ტარტის წიგნმა The Little Friend ლიტერატურული WH Smith Literary Award მიიღო.

როგორც კრიტიკოსები აღნიშნავენ, დონა თარტი განსაკუთრებული პროდუქტიულობით არ გამოირჩევა, მაგრამ ხარისხიანად წერს, რაც ერთიორად ზრდის მისი შემოქმედებისადმი ლიტერატურის მოყვარულთა ინტერესს.

მეტი მაჩვენე ნაკლები