მიუხედავად ამისა, რომ ლეამ მისის დანკინს ხმა ჩააკმენდინა, ყოველ ჯერზე, როცა მისი სიტყვები რომ ახსენდება, სირცხვილით იწვის. კიდევ კარგი, დედა იქ არ იყო! კიდევ კარგი, დედას ლეა ყავს და მისის დანკინივით  ბოსტნეულის მაღაზიაში არ დადის!

გმადლობ, ღმერთო!

მისის დანკინი და კიდევ ერთი დედა ფრენკ დეტვეილერის ფორმას უტრიალებდნენ. ფრენკს ასობგერა I და სიმბოლო  Icicle (ლოლუა) შეხვდა; დედები დაბნეულად უმაგრებდნენ სათამაშო ლოლუებს მხარზე და ლაპარაკობდნენ. სალის არ უნდოდა ისინი მომხვდარიყვნენ, რომ მათ უსმენდა და პირდაპირ იყურებოდა. საკმაოდ საინტერესო საუბარი გამოდგა: მისის დანკინი იმ მეორე დედას უყვებოდა, რომ დილით ძალიან ადრე, სამზარეულოს კარზე ვიღაცის ბრახუნმა გააღვიძა.

  • ვიღაც აბრახუნებდა. – ამბობდა მისის დანკინი. – ორივე ხელით, გაუჩერებლად.

ლოლუები ფრენკს მხარზე დააწყო და ხელები აწია, ვითომ კარს ურტყამსო, იმ დედას აჩვენებდა.
– წარმოუდგენელია! – თქვა იმ მეორე დედამ დიდი ინტერესით.
– და იცი, ვინ იყო? ის საზიზღარი ჰენრი ლი პრიდი. (ნეტავ, კენის მამაა? დაინტერესდა სალი.) – ურტყამდა და გაიძახოდა: „მთვრალი ვარ, მთვრალი, მთვრალი, მიდი, პოლიციაში დარეკე!“
– რეი არ გააღვიძე? – იკითხა იმ მეორე დედამ.
– აბა რა ვქენი! – პირქუშად თქვა მისის დანკინმა და ჩურჩულით განაგრძო.

სალიმ ვერ გაიგო, რატომ იყო მისის დანკინისთვის ასეთი მიუღებელი მისტერ პრიდის საქციელი, ის ალბათ  უბრალოდ სტუმად მივიდა. ამაზე მას შემდეგაც ფიქრობდა, რაც დედებმა ჩურჩული შეწყვიტეს და ჩვეულებრივ საუბარზე გადავიდნენ, მაგრამ სალი ყურადღებას აღარ აქცევდა, რადგან  მისთვის უცხო ადამიანებს ახსენებდნენ. მერე თავისი დედის სახელი გაიგო: ქრისტინ ფარქუარი.

  • რა გასაკვირია, რომ არ მოვიდა!
  • არ მესმის, ამდენი დრო როგორ გაყავს.
  • არც მე. ძიძაც ჰყავს, მზარეულიც, არ მუშაობს, და ამ პატარა გოგოს ***-ს აზრდევინებს.

„პატარა გოგო მე ვარ“ მიხვდა სალი და წამოწითლდა. აი, ახლა მისი დროც მოვიდა! მათ ლეას *** უწოდეს, არადა, ყველამ იცის, ადამიანის ასე მოხსენიება ცუდი საქციელია.

  • შეიძლება ის *** უჭედავს თავს ჯოჯოხეთით, აბა საიდან მოიტანა ბავშვმა ასეთი რამეები. საწყალ თამის გული გაუსკდა. მას მერე შიში დასჩემდა, ძილში ტირის ხოლმე. რეი მივა და დაელაპარაკება.
  • სად გაიგო ბავშვმა ეს სისულელე? – იკითხა იმ მეორე დედამ. – ქრისტინი რელიგიური არ უნდა იყოს.
  • დედაჩემი თქვენზე ლამაზია,- სალის უნდოდა მათთვის პირდაპირ ეთქვა –

ორივეზე გაცილებით ლამაზი, თქვენზე მეტი ფულიც აქვს და ნამდვილი ჟღალი თმაც, თქვენსავით შეღებილი კი არა!  ამას ორივეს ანანებს! წავა და ლეას და მის ქმარს ყველაფერს უამბობს და ეტყვის, რომ ეს ორი ქალი მოკლას, ლეას ქმარს ჯექსონი ქვია და ადრე ციხეში იჯდა.

სალიმ ის-ის იყო წარმოიდგინა  მისის დანკინის სახე, როცა ის თავისი სახლის კარს გააღებდა და იარაღშემართულ ჯექსონს დაინახავდა, რომ მარცხენა მკლავზე ვიღაცამ ფრჩხილები მტკივნეულად ჩაასო. გამწარებული სალი მობრუნდა და ხელში კენი პრიდი შერჩა, რომელსაც  ასობგერა M ორი თითით ეჭირა.

  • სალი ბაქტერია, მიიღე ვაქცინა! – ღვარძლიანად წაუმღერა კანიმ.

სალის ზიზღით გააჟრჟოლა, როცა თვალი კენის ბინძურ ფრჩხილებს შეავლო. უნდოდა ეთქვა, რომ ის ყველა წესის დარღვევით თამაშობდა, მაგრამ მერე გადაიფიქრა, მასთან ლაპარაკი არ ღირდა.
– დედაშენი მოვიდა? – იკითხა კენიმ და მისკენ გადაიხარა.

სალიმ პასუხი არ გასცა.

  • შენ გეკითხები! – დაიყვირა კენიმ და მკლავზე მოქაჩა. – დედაშენი მოვიდა მეთქი?

სალიმ შეხედა, შეათვალიერა მისი ცნობისმოყვარეობისგან ანთებული თვალები, ვირთხისებრი სახე, მოთხუპნული ტანსაცმელი, გაზეთილი თმა. კენი პასუხის მოლოდინში ჩიხუახუასავით ცახცახებდა. მისი მსგავსი ადამიანების მიმართ წესით თანაგრძნობა უნდა გაგიჩნდეს, რადგან ის ღარიბია და ვაგონში ცხოვრობს, თუმცა სალის ვერ წარმოედგინა, როგორ შეიძლებოდა ვინმეს კენი ებრალებოდეს, თუნდაც ქრისტეს! კენი ხომ განსაკუთრებული სისასტიკით ექცეოდა ცხოველებს და ყველა გამოცდაში იჭრებოდა.

  • ვიცი, არ მოსულა! იმიტომ, რომ დედას არ უყვარხარ! – ძალიან ხმამაღლა თქვა კენიმ. – დედაშენი დიდი მსუქანი ძროხაა.
  • დედაჩემი ვერ მოვიდა, იმიტომ, რომ საავადმყოფოშია და ბრანაწლავის ოპერაციას იკეთებს. – რა თქმა უნდა, ტყუილი თქვა, დედა საშობაო წვეულებაზე

კლუბში წავიდა.

  • აი, დედაჩემი კი მოვიდა. – უთხრა კენიმ და მეექვსე თუ მეშვიდე რიგზე მიანიშნა.

სალიმ კენის დედა  კენივით ახლო-ახლო ჩამჯდარი თვალებით იცნო. ჭაღარამორეული ქერა თმა ჰქონდა ისიც კენივით ბინძური, სუსტი და დათუთხნული იყო.  სხვა, გადაპრანჭული დედებისგან განსხვავებით,  გაქექილი ცისფერი ჯინსები და  მოტოციკლისტის მაისური ეცვა, მაისურის ქვეშ კი მკერდი საერთოდ არ ეტყობოდა, ვიღაცას ეგონებოდა, კაციაო. მისის პრიდს არავინ ესაუბრებოდა, ყველასთან მოქაქანე და გადაჭარბებულად აქტიურ დედებსაც კი მისგან თავს შორს ეჭირათ. მას მუხლებზე ჩანთა ედო და ისე იყო ჩაფრენილი, თითქოს ვინმე წაართმევდა. მერე ჩანთა შეირხა და სალი მიხვდა, რომ ხელში ჩანთა კი არა, ბავშვი ეჭირა.

– ხედავ, რა ლამაზია. – ამაყად უთხრა კენიმ და სალი მიხვდა, რომ ის დედას მართლა

ლამაზად თვლიდა. რა შეიძლებოდა ყოფილიყო ამაზე სევდიანი!  – გვერდით ჩემი ძმები უსხედან, დარელი და უეინი, მუხლებზე კი ჩემი ნამდვილი და კი არა, ნახევარდაა, მისტი დარლინი.

მან თავის დაზე ლაპარაკი გააგრძელა, თუმცა სალი აღარ უსმენდა. მისის დანკინი და ის მეორე დედა უკვე S – snow (თოვლი) ბავშვის მორთვას ასრულებდნენ. თოვლის შემდეგ სალის რიგი მოდიოდა.

-ლამის ამ ზეიმზე არც კი მოვედი. – არ ეშვებოდა კენი. – იცი რატომ? მამაჩემი ჩამოვიდა და ჩემი წაყვანა უნდა, მაგრამ დედა არ მიშვებს. მამა ფრენჩ ქემფში ცხოვრობს, ჩემი ძმა იქ დადის სკოლაში. მამაჩემი სულ ახლახანს გამოვიდა ციხიდან. – ამაყად დაასრულა კენიმ.

  • მართლა? – სალი მისკენ შეტრიალდა. წმინდა პეტრეც იყო ციხეში! – რისთვის დააპატიმრეს?
  • რაღაც კანონთან იყო დაკავშირებული. – უთხრა კენიმ.
  • რა საინტერესოა! – ის იყო, სალის უნდა ეკითხა, ეს რას ნიშნავდა, რომ მისის

დანკინი და ის მეორე დედა თავზე დაადგნენ.

  • შენ არ ხარ T? – ჩამოსძახა მისის დანკინმა ისე, თითქოს არ იცოდა.

სალიმ მორჩილად დახარა თავი, ვითომ პონი იყო და ლაგამი უნდა ამოედოთ. მზად იყო, ნება მიეცა დედებისთვის, მისთვის ასობგერა T ყელზე ეჟვანივით შეებათ.

  • იცი, რატომ ხარ T? – დასჩხავლა კენიმ. ის ახლა ერთი ფეხიდან მეორეზე ხტოდა

და სიამოვნებისგან თრთოდა. – იმიტომ რომ სულ ისეთი სუნი აგდის…
– აბა გაჩუმდი! – უხეშად უთხრა მისის დანკინმა.  – შენც მალე მოგხედავთ.

აშკარა იყო, მისის დანკინს კენი სალიზე მეტად ნამდვილად არ უყვარდა.

 

1 2 3 4 5