***

 

დროა…

სანამ ჩემი სხეული ჯერ ისევ დუღს და სანამ მზად არის შეითვისოს ვინმე ან რამე,

სანამ ჯერ კიდევ საყვარელი კაცისკენ იწევს ,

სანამ თითებზე წამოზრდილ ვნებას – როგორც მჩხვლეტარე და მწვანე წიწვებს

საყვარელ კაცის ზურგში რგავს,

გავაჩენ შვილს.

გავაჩენ შვილს, იმ კაცისგან, რომელიც მიყვარს.

შევთავაზებ ჩემთან სტუმრობას, ჭიქა ღვინოს და მის წინაშე ისე ვიცეკვებ,

როგორც მაცდური და შხამიანი გველი  კლარნეტის ხმაზე.

გადავიხრები მის წინაშე ასევე მაცდურად,

გამოვზნიქავ თეძოებს და მის ტუჩებს ჩანჩქერივით მოვარდნილ ნერწყვში ვაცურავებ.

შევიპატიჟებ საძინებელში, სადაც არც ერთ კაცს ფეხი არ დაუდგამს,

სადაც ზეწრებზე სიზმრებია წაცხებული, კედლებზე ცოდვები ჰკიდია ნახატებივით ,

იმ საწოლისკენ მივაჩოჩებ, სადაც აქამდეც არაერთხელ გვქონია სექსი,

მაგრამ ეს სექსი მხოლოდ ჩემი ფანტაზიის ნაყოფი იყო

და მან არც კი იცის, რომ ის არ იქნება პირველი, რადგან უკვე პირველი იყო.

მე გამბედავი ქალივით დავიწყებ მის გახდას,

მთრთოლვარე, სახეშეჭირხლული ვიდგები მის წინ და ვიფიქრებ შვილზე ,

რომელიც უნდა გავაჩინო კაცისგან, რომელიც მიყვარს.

ის ვერ შემატყობს ეშმაკურ ღიმილს, შიშსა და კანკალს და ეგონება,

რომ მხოლოდ ვნების ცეცხლი მწვავს და როცა ბოლომდე შემერწყმება,

ჩემი განწირული შეკივლება დაამსხვრევს ყველა მის “მეგონას”…

ის კი შეცბება, მაგრამ უკვე ვერაფერს იზამს.

ჩამეხუტება,

შუბლზე მაკოცებს

და დავიძინებთ.

 

1 2 3 4