ნატალი დარასელია
ნატრული დარასელია – დაიბადა 1997 წლის 27 სექტემბერს ქალაქ ზუგდიდში. 2015 წელს დაასრულა სოფელ ჯუმის საჯარო სკოლა და სწავლა განაგრძო კერძო კოლეჯში „გამა“. 2021 წელს, სკოლის დამთავრებიდან 6 წლის შემდეგ , გადაწყვიტა ჩაებარებინა ეროვნული გამოცდები და ამჟამად, არის თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტი ფილოლოგიის მიმართულებით.