ზურგჩანთიანი ლანდები

 

მალე წვიმები დაიწყება.

ჯერ კი ღრუბლის ნასახიც არაა ცაზე

და ლოყას მიდებული ჭიქა ვისკით

ქუჩის კაფედან თვალს აყოლებ გამვლელ ტურისტებს –

ამ დაუდეგარ ადამიანებს დაკუნთული ბარძაყებით,

შებრუნებული ქუდებით და საცნობი გამოხედვით,

მაზალოდ ჩაცმულებსა და ჯგროებად გადაადგილებადს,

თვალებს ისეთნაირად რომ აფაციცებენ აქეთ-იქით,

თითქოს მთვარიდან ჩამოვარდნილიყვნენ.

 

გაიგო გინდა ბოლო-ბოლო, რა სტილია ცხოვრების,

თუ ამას საერთოდ შეიძლება ერქვას ცხოვრების სტილი.

და აი, როცა ტურისტები თვალს ეფარებიან,

უეცრად სულში დაახლოებით ასეთი სიმღერა იბადება:

 

აი, ფრინველები თბილი ქვეყნებისკენ ეშურებიან.

აი, თბილი ქვეყნებიდან ბრუნდებიან ფრინველები.

აი, დათვები და ზაზუნები ზამთრის ძილს ეძლევიან,

თევზები და კიბორჩხალები კი ფსკერზე ჩადიან ორმოებში,

საიდანაც არხეინად გამოდიან, როცა საჭიროა.

აი, ფოთლები სცვივა ხეებს, და აი, ფოთლები ისევ ხეებზეა.

აი, ქარი ჩნდება და ქრის და მერე ისევ უჩინარდება.

გემები მიდიან საითკენღაც, გემები მოდიან საიდანღაც.

ადამიანები კი, გემებზე მყოფნი,

ვერც მიდიან და ვერც მოდიან,

რადგან ყველგან თავიანთ გულებს დაატარებენ,

უფრო და უფრო შესადარებს სიკვდილის ჩრდილთან.

მათ მხოლოდ ტანსაცმლის გამოცვლა შეუძლიათ,

ფოტოაპარატებითა და კომპასებით აღჭურვა

და ერთი ადგილიდან მეორეზე გადასვლის

მომჩვარული მოჩვენებითობის შექმნა,

რაღაცით მაინც რომ გაექცნენ იქაურობას,

სადაც გულები ქარში გატანილი ჩვილებივით

სასიკვდილოდ ჩაუბჟირდათ ტირილისგან.

 

და მალევე გამოჩენილ ტურისტების ახალ ჯგუფს,

თითქმის განურჩეველს წინასგან,

უკვე ლანდებად აღიქვამ,

იმათ ზურგჩანთიან ლანდებად,

ვინც ფეხს ვერ იცვლის,

ვინც ძველი ქვების ნაოჭებში

სისხლივით ჩახმა.

 

 

 

1 2 3 4 5 6