* * * *

 

არც თოვა გარეთ, არც ლოლოს ლხობა,

არც სხვა რაიმე ღმერთის კამეო.

იმ პირველსახით ერთხელაც ხომ არ

დამდგარიყავი, შობის ღამეო?

 

ღამე ძალიან ჩუმია დღესაც.

თვალები ისევ მძიმედ მილულეს.

არავინ ფხიზლობს, და უკვე მღვდლებსაც

სძინავთ, სიზმრებზე გადახვეულებს.

 

გასაგებია ყველა იგავი.

მაგრამ შობამდელ თოშში ვახველებთ.

იქნებ ერთხელაც მოსულიყავი,

სანამ ცეცხლით და სანამ მახვილით.

 

1 2 3 4 5 6