*    *    *

 

ახლად გაღვიძებული ბენჯო ლოლას სპალნის კედელზე გაკრულ პლაკატებს ათვალიერებდა. გაოგნებულ პოლიციელს ძალიან სიამოვნებდა კედლების თვალიერება. ფიქრობდა,  ბოზი ეძახე და ჟაკლინ ბისე სცოდნიაო.  ბენჯო ცხოვრების ამაოებაზე და სიკვდილის საშინელებაზე დააფიქრა ლოლას კედლებმა. ერთ კედელზე და ვინჩის ფოტოს წააწყდა. სიკვდილი ისეთი საშინელებაა, რომ მის გამო და ვინჩის ნამდვილი თვითმფრინავი არ უნახავსო.  შემდეგ მარტინ ლუთერ კინგის პლაკატისკენ გადაიტანა ყურადღება. ამერიკას უკვე ზანგი პრეზიდენტი ჰყავს და ეს რო მოკვდა, ჯერ კიდევ ბლუზმენებს ცემდნენ ზანგობის გულისთვისო.

„ეს რონალდინიოს პლაკატი რაღად გინდა, ფეხბურთიც გიყვარს?“ – ჰკითხა ბენჯომ ლოლას, რომელიც მაგრად ეკვროდა გამომძიებელს.

„გაიღვიძე? გახსოვს რამე წუხანდელი?“

„კი. გაასწორა.“

„მოგეწონა?“

„იასნა მომეწონა, პროფი ხარ და.“

„ნუ ამბობ ეგრე.“

„კაი გეხუმრე არ გეწყინოს. რათ გინდა მეთქი რონალდინიო?“

„ოოოო, რავიცი მე. ნაქირავები გვაქვს ეს ბინა და ვისიცაა იმის ბავშვს უყვარდა ალბათ. რო მოვედით უკვე მანდ იყო.“

„დაიცა ეს ლეონარდოც, ბისეც და ლუთერ კინგიც იმისია?“

„ჰო. მე მაგრად მკიდია ეგ ვიღაცეები.“

„ფუიი…“

„რა იყო?“

„არაფერი. ხუთი წელია აქ ცხოვრობ და ნაქირავები როგორ გაქ?“

„ხუთი წელია ნაქირავები მაქ.“

„ისე მარტო რატო ხარ? ირმა სადაა?“

„გავკარი ირმას. პანელზე იქნება.“

„მიხო?“

„მიხო ალბათ ქალაქს გვის.“

„აგე მოვიდა ალბათ. აკაკუნებენ კარზე. მიდი გაუღე, მე ვანაში გავალ და ჩუმად მოვტყდები მერე.“

„ირმაა ალბათ.“

 

ლოლამ კარი გააღო. კარში ჯერ გაღიმებული ირმა გამოჩნდა, მერე შუბლშეკრული ტიტე გულუა. გულუამ ხმის ამოღება არ აცალა,  ეგრევე თმით დაითრია და ზალაში გაათრია.

„აი მაგრა მკიდია პრიჩინა. ეხლა წამოხვალ ძაღლობაში და ყველაფერს მოყვები ატიდო.  თორე დაგბრიდავ ბოზი ვიყო.“ – ტიტემ ქამრიდან იარაღი დააძრო.

„არ დამბრიდო და იყავი ბოზი. არც ეგეთი ცუდია ბოზობა. აი ირმამ იცის…“ – კაიფობდა აზრზე მოსული ლოლა.

„იმ ყურებს სათითაოდ გაგთხრი უკან შე წაკლა შენა.“ – ტიტე ყვიროდა, მაგრამ თან თითქოს მოეშვასავით, უხილავი მტერი ვიპოვე და პრასტოი ბოზი ყოფილაო.

„რა ყურებს?!“ – იკითხა ოთახში უეცრად გაჩენილმა ბენჯომ.

„ბენჯოო?!“ – დაიბნა ირმა.

„გამომძიებელი ბენჟამინ კაკუშაძე.“ – ხელი გაუწოდა ტიტეს ბენჯომ.

„ბენჯო უბერავენ რაღაცას ესენი, მიშველე რა.“ – მოლბა ლოლა.

„რას ვუბერავ შე ჩათლაშკა შენ. უფროსო, ამის ძმა ბრიდავდა ვიღაცეებს. ყურებს აჭრიდა. ამან კიდე ჩემ სახლში დაყარა ის ყურები. ალბათ ძმა რო გამოეძვრინა მაგიტო. სროკის კი არ მეშინია, მარა რატო, რატოო?!“ – გულუას ენა დაება.

„არ იცოდა!!! არ იცოდა!!!! ძებნილები ეგონა. ტელევიზორში რომ გამოაცხადეს იფიქრა, რომ ძებნილები არიან. მოვკლავ და პრემიას მომცემენო. ახლაც ასე ჰგონია. მე არ ვუშვებ, თორემ წამოვიდოდა პოლიციაში და ყველაფერს თვითონ მოყვებოდა. – ტირილით კიოდა ლოლა.

„წესიერად მოყევი. უნდა ჩავიწერო!“ – ხმაში ყინული გაერია  ბენჯოს.

„ერთხელ გამოაცხადეს, რომ ვიღაც კაცი დაიკარგაო. მიხოს ყურში  არ ესმის და იფიქრა, ბანდიტია და ეძებენო. შემდეგ, როცა ქალაქს გვიდა… შენ ხომ იცი, მიხო მეეზოვეა, შენ მოაწყვე იქ… როცა გვიდა, ის კაცი გადაეყარა. შეეშინდა და მოკლა. მერე ალბათ ჩათვალა, რომ ძებნილების მოკვლაში ფულს იხდიანო და სპეციალურად დაიწყო იმ ხალხის დევნა, ვისაც ტელევიზიით აცხადებდნენ. არ დაიჭირო რა. არ იცოდა. არ არი მიხო მკვლელი. სიკეთით აკეთებდა…“ –  გიჟივით ბუტბუტებდა ლოლა.

„ყურებს რატომ აჭრიდა?“

„არ  ვიცი. ალბათ იმიტომ, რომ დაემტკიცებინა მე დავხოცეო. მე მოვპარე ყურები, რომ თქვენთან არ მოეტანა.“

„ამ კაცთან როგორ მოხვდა?“

„ერთი თვის წინ მასთან ვიყავი სახლში.“

„ჰო ხვდები რა ამბავშიც უფროსო…“ – ჩაერია საუბარში ტიტე.

„მე ამას არაფერს ვერჩი. იმ დღეს სხვა რომ შემხვედროდა, სხვას დავუყრიდი იმ ყურებს. მთავარი იყო მომეშორებია. არ დაიჭირო ბენჯო მიხო რა. თავს მოვიკლავ  იცოდე!“

ლოლამ სამზარეულოსკენ გაიწია. ბენჯომ ფეხი დაუდო, წააქცია და ბორკილები დაადო.

„ირმა, მიხო მალე მოვა?“ – ჰკითხა ბენჯომ ირმას.

„მიხო სახლშია. თავის ოთახში ჰყავს ჩაკეტილი ლოლას. პოლიციაში რომ არ წასულიყო.“

ირმამ ბენჯო მიხოს ოთახისკენ წაიყვანა და კარი გაუღო.

„ვა ბენჯოო. გამარჯობა. მადლობა მუშაობა რომ დამაწყებიე. ვერ გნახე იმის მერე დაა…“ – სავარძლიდან წამოხტა მიხო.

„ვა ფლეიბოის ათვალიერებ?“ – ჰკითხა ბენჯომ.

„ქაღალდზე დაწერე რა ბენჯო. არ მესმის ჰოიცი.“

ბენჯომ მაგიდიდან ფურცელი და ქაღალდი აიღო და წერა დაიწყო.

„კაროჩე გავიგე ბანდიტებს შენ რო კლავდი მიხო.“ – დაწერა ბენჯომ.

„ვააა. მერე?“

„თითოზე ათი ათასი გეკუთვნის. სულ ოცდაათი. ეხლა უნდა წამომყვე და მოგცემენ რა.“

„ყურები რო დავკარგე?! როგორ დავამტკიცო?“

„მე ვიპოვე ეგ ყურები.“

„ვა სადა ტო?“

„დინამოს სტადიონზე.“

„მანდ რა უნდოდა?“

„რავი, ვინც მოგპარა მანდ მალავდა ალბათ.“

„ჰეჰ, ეგ ახვარი ეგა.“

„ისე, იმენნა ყურებს რატო აჭრიდი?“

„ვისაც რა აკლია, იმით ინტერესდება ძმაო.“ – გაიცინა მიხომ.

„ჰა წავედით?“

„წამო.“

„ბაითი მომივა ოცდაათად?  დაგვტანჯა ამ ქირამ.“

„ცენტრში არა, და ისე კი.“

 

 

 

1 2 3 4 5