*    *     *

 

სიამოვნებისთვის ყველაფერზე წამსვლელ ქალებს მოსწონთ, როცა მათი ნაშა მთვრალი და უბედურია. ოღონდ ის ნაშა, რომლიც ძალიან უყვართ და ფხიზელს ვერაფერით კერავენ.

კაცმა რომ თქვას საოცარია, როცა ლამაზ მეზობელთან გასაღების გამოსართმევად მიდიხარ და გასაღებს ბონუსად ალერსიც მოჰყვება. თანაც არა სამწუთიანი, არამედ სამსაათნახევრიანი.

სწორედ ასეთი საოცრების მონაწილე გახდა გამომძიებელი ბეჟან „ბენჯო“ კაკუშაძე იმ საღამოს,  რომლის დილასაც ვალტერ ჯომიდავამ ჯორზე უკუღმა შესვა და წამზომი ჩაურთო.

ბარები არ უყვარდა ბენჯოს. სასოწარკვეთილობის ჟამს ერჩია, რომ მაღაზიაში ეყიდა მოგრძო ბოთლი სარაჯიშვილი, შოკოლადის არომატით და უკაცრიელ ქუჩებზე ებოდიალა გატიალებულ მთვრალს. თან ფიქრობდა, იქნებ ის  გამომფატრავი ჯეკი მეცეს, ბოთლი გადავამტვრიო, აქეთ გავფატრო და მედალიც მომცენო.

ღამის ორ საათზე საკუთარი კორპუსის სადარბაზოს მიადგა. ლოლას კართან მიირბინა და მაგრად დააბრახუნა. შეშინებული და წირპლიანი ლოლა კარს მეორე მხრიდან ამოუდგა და გლაზოკში გამოსახულება კარგად რომ გაერჩია ერთი თვალი დახუჭა. თან არ უნდოდა დახუჭვა, აქ არ ჩამეძინოსო, ფიქრობდა.

„მე ვარ ხალხნო, ნუ გეშინიათ, მილიცია ვარ.“ – ლუღუღებდა ბენჯო.

„რაიყო ბენჯ, მშვიდობაა?“ – გააღო კარი ლოლამ.

„ბენჯ არა. ბონდ, ჯეიმს ბონდ!“

„რა ხდება?“

„იზვინი რო გაგაღვიძე ლოლა. პროსტა ისეთი პონტია. გასაღები. კაროჩე. ეხა მოვედი და ცოტა ჩავარტყი და ჰო აზზე ხარ…“

ლოლა მიხვდა, რომ ბენჯო ან ახლა უნდა გაეფორმებინა, ან არასდროს. მისი ბრონზისფერი ხალათი ხელის ერთი ჯადოსნური მოძრაობით გაეფინა იატაკზე.  ქალს მეტი ჩალიჩი არ დასჭირვებია, მთვრალმა ბენჯომ ტიტველი ქალი რო დაინახა ისედაც მაგრად აიჭრა.  თანაც ლოლა სულაც არ იყო ურიგო ქალი. ბენჯომ იფიქრა ჩემთვის გატიტვლდა და არაფერი რომ არ ვუქნა უბანში გამიბაზრებს დაკოდილიაო. ლოლა ძალიან ჰგავდა აპოლონია ვიტელის, მისი ქორწინების ღამის პირველ წუთებში. მერე ათი წუთი ზასაობდნენ ზალაში. სპალნაში რომ შევიდნენ ლოლამ შუქი აანთო, რადგან ბოლომდე დაეჯერებინა და ეყურებინა, რო ნაღდად ბენჯოს აეხლართა.

 

*      *      *

ტიტე გულუა  იჯდა შავ ბეემვე იქს რომელიღაცაში და ნელი სვლით მიუყვებოდა დედამდინარის სანაპიროს, იაფი ნუგეშის ძიებაში. ტიტეს ძალიანაც არ უყვარდა აქ მოსვლა, მაგრამ არც იმდენად სძულდა, რომ აღარ მოსულიყო. ვინმეს რომ ეკითხა რას დაეთრევი როსკიპებშიო, უპასუხებდა, პრივიჩკააო და ეგრევე გაერიდებოდა მოსაუბრეს. სინამდვილეში მისი საქციელი პრივიჩკა კი არა ტრადიცია იყო, რომელიც მამისგან ერგო მემკვიდრეობით და რომელსაც ინერციით ასრულებდა. ეგრეა წესი და იმიტოო.

„მე წამიყვანე ტიტიკო. ბებერი ხარის ამბავი ხომ იცი?“ – მიაძახა ქერად შეღებილმა ორმოცდაათი წლის კურტიზანმა.

„ვა სახელიც იცი ჩემი?“ – ბოლო დროს ტიტე მსგავს რამეებს დიდ ყურადღებას აქცევდა, რადგან ყველგან უხილავი მტერი ელანდებოდა.

„თუ გინდა შენი მამიკოს სახელსაც გეტყვი.“

„არ მინდა.“

„ოე, ლუიზა დაანებე მაგას თავი და შენ გოდაზე იჩალიჩე.  ე ბიჭო, მე არ მოგწონვარ? ოცდაშვიდის ვარ. ადრე მოდელი ვიყავი.“ –  ჩაერია დიალოგში ლუიზას ახალგაზრდა კოლეგა.

„გაეთრიე გოგო. ვერ ხედავ შინაური როა?!“ – გაბრაზდა ლუიზა.

„რამდენი?“ – ჰკითხა ტიტემ ოცდაშვიდი წლისას.

„ორასი დოლარი.“

„რა იყო არიფი მნახე?“

„თითქოს ფული არ გქონდეს რა…“ – უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა ახალგაზრდა კურტიზანმა.

„მე ჩამისვი და ყურებზე მოგიყვები.“ – მანქანასთან გაჩნდა მესამე.

„რააა?“ – დაიყვირა ტიტემ.

„რაც.“

„დაჯე!“

მესამე კურტიზანი მანქანაში ჩახტა. ტიტე გულუას ბეემვე სანაპიროდან ქალაქის შუაგულისკენ გაქანდა.

„ვინა ხარ ქალო შენა?“ – ყვიროდა ტიტე.

„გზას უყურე თორე ავილეწებით.“

„ვინა ხარ მეთქი ბლიად?!“

„რავი, ბოზი ირმა ვარ.“

„ილაპარაკე ირმა!“

„ესე ტყუილად არა. ფული უნდა მომცე!“

„ფული კიარა შენ მოგიტყნავ ეხლა…“ – გულუამ მანქანა გააჩერა, ბარდაჩოკიდან ტეტე ამოიღო და ირმას თავზე მიაჭირა.

„მომკალი მკიდია.“ – ატირდა ირმა.

„გკიდია?“

„არ მკიდია, მარა ფულს თუ არ მომცემ მაინც არ გეტყვი.“

„კაი მოგცემ. თქვი.“

„ჯერ მომე. დებილი კი არ ვარ.“

„ორიათასი დოლარი მაქ ჯიბეზე. მეტს არ მოგცემ. თქვი.“

„ორიათას დოლარად მეტროში ჩადი.“ – სლუკუნებდა ირმა.

„კაი გადააჯვი.“

„რაა?!“

„ტრაკში გაიკეთე ეგ ყურები. მკიდია. გადადი.“

„ხუთიათასი მაინც მომე.“

„კაროჩე აჰა სამი და თქვი.“ – ტიტე გულუამ ლაპატნიკიდან ასდოლარიანების დასტა ამოაცურა.

„აი პროსტა არ უნა გეუბნებოდე და ღალატიცაა, მარა გული მატკინეს და დამამცირეს და არავის ვაპატიებ ამას და ნახე მაგას პროსტა…“ – ბღაოდა ირმა.

„ეეე, ამოშაქრე რა შეჩემისავ.“

„ჩემმა ბიძაშვილმა დაგიყარა ის ყურები.“

„შენი ბიძაშვილი ვიღაა?“

„ლოლა ქვია. ეგეც ბოზია. ადრე სახლში გყავდა მიყვანილი არ გახსოვს?“

„სახლში არ ამყავს მე ბოზები.“

„აგყავს. შენები საფრანგეთში რო იყვნენ მაშინ აიყვანე.“

 

 

 

1 2 3 4 5