1. ქაიხოსრო მცირე შვილების დაკრძალვას ელოდა და მერე…

მთელს ქალაქში ბოლშევიკები დაძრწოდნენ, ქუჩებში წითელი რუსული ჯარი იდგა, გაურკვეველ ადამიანებს პირდაპირ ქუჩებში ენთოთ კოცონი და თბებოდნენ, ვისაც სად მოეპრიანებოდა იქ ფსავდა და ჯვამდა, ამის გამო ცემა-ტყება და სროლებიც იყო ქუჩებში.

თითქოს მაქციებს დაეკავებინათ ქალაქი.

პატარა ბიჭები ქვებს ესროდნენ და აფურთხებოდნენ, დედები ბავშვებს სახლებში მიათრევდნენ და იწყევლებოდნენ, კინტოები სალდათებს შორის დაიგრიხებოდნენ და ათას რამეს სთავაზობდნენ,- ჩირითა და არყით დაწყებული, კურტუმოს თამაშით დამთავრებული.

 

 

 

 

1 2 3 4