***

 

შენ დგახარ და უყურებ კედელს,

სადაც უამრავი სახელი და გვარია დახატული,

თვალებით ეძებ ნაცნობ სახელს და გვარს,

დარწმუნებული ხარ ამდენში, ვინმე შენიანის არსებობის.

იმდენია იბნევი, მზერა გეკარგება ასოებს შორის,

თითოქოს, ვისაც შენამდე უცხოვრია ყველა აქ არის,

სამუდამოდ აქ დაიდეს ბინა, სუნთქავენ ტყუიას,

გიყურებენ თვალებში და შენგანაც იგივეს ითხოვენ,

რაც დიდი ხნის წინ მათგან მოითხოვეს –

სამყარო ბრუნვადია – ფიქრობ შენ, და წინ

უზარმაზარი სვეტისკენ იწყებ ყურებას,

აქაც იგივე – სახელი და გვარები,

თუმცა უფრო მნიშვნელოვანი, აღმატებული,

ბევრჯერ გსმენია მათი სახელები,

ბევრჯერ გაგივლია მათი სახელობის ქუჩებში,

ბევრჯერ ამოსულხარ მათი სახელობის მეტროსსადგურებში,

ბევრჯერ შეხვედრილხარ მეგობრებს მათი სახელობის სკვერში

ბევრჯერ გინახავს ბარიდან გამოსულს მათი დაღრეცილი ძეგლები,

და უცებ გახსენდება, რომ არავის შენიანს,

არც ერთი წამით, ხელში იარაღი არ აუღია,

მხოლოდ სათამაშო, ისიც ბავშობაში,

რომელიც სასწრაფოდ ნაგავში მოისროლეს,

როცა დრო დადგა, როცა ყველაფერი გახდა ნამდვილი.

 

 

1 2 3 4 5