ტატო ჩანგელია
ტატო ჩანგელია პოეტი, მთარგმნელი და ხელოვნების თეორეტიკოსი. 2017 წლიდან ხელმძღვანელობს ელექტრონულ ჟურნალს – „სიტყვები“. მისი ლექსები, სტატიები და თარგმანები რეგულარულად ქვეყნდება ლიტერატურულ პერიოდიკაში.
შეადგინა და გამოსცა ქართული დადაისტურ-ფუტურისტული ლექსების ანთოლოგია – „H2SO4 და სხვა“. აქტიურად თარგმნის თანამედროვე დასავლურ პოეზიას, ასევე მუშაობს ლიტერატურის გავრცელების არატრადიციულ ფორმებზე – პერიოდულად ავრცელებს საავტორო ექსპერიმენტულ გამოცემას – „ფაქტი“.
პარალელურად ეწევა აკადემიურ საქმიანობას, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში კითხულობს ლექციების კურსს მოდერნისტული ხელოვნების შესახებ.
მეტი მაჩვენე ნაკლები