კრიზისი

                                                                     იორგოს ჩულიარასს

ყველა კრიზისს ახსენებდა – უმუშევრობა, არალეგალები, გერმანული

მუხანათობა, ყველა კედელზე გაჩნდა გრაფიტები. თუმცა, მაინც, კაფეებში

იყო ჭედვა, აივნებზე დადგმულ ქოთნებში ყვავილებიც გადაიშალა, ახალ არქეოლოგიურ მუზეუმში კაცები შვილებს მოუთხრობდნენ ძველი

საბერძნეთის პოლიტიკის, დამპყრობლური ომების და გმირობის

ამბებს, ელგინის მარმარილოს სკულპტურების ძარცვისა და ტრაგედიის

სიუჟეტებს, ახლა კედლებს რომ ამშვენიერებს. ჩემმა მეგობარმა მითხრა,

რომ პოეტურ საღამოზე მომავალმა, ტაქსისტს სიგარეტის გაბოლების

ნებართვა სთხოვა და როცა ნამწვის ფანჯრიდან გარეთ გადაგდება დააპირა,

ტაქსის მძღოლმა დაკოჟრილი ხელისგული გამოუწოდა, რადგან თურმე

მცხობელი იყო. ეს კრიზისი, – როგორც მან უთხრა, – არაფერი იყო იმასთან,

რაც მან აქამდე გამოიარა – ჰქონდა საცხობი, მაღაზია, რესტორანი, ჰყავდა

ოჯახი. მისი ცოლი სხვა კაცებთან წვებოდა თურმე, მის საკუთარ მაღაზიაში!

სოფელმა კიმხარდაჭერა მხოლოდცოლს გამოუცხადა. ამიტომ იყო, ათენში

რომ გადმოსახლდა და ასეულობით ევრო დაკარგა. პასუხად კი, ჩემმა

მეგობარმა საკუთარი პრობლემები გაუზიარა -კიდევ ერთი განქორწინება,

თვალის ოპერაცია, ხანდაზმული ნათესავები. „რა კრიზისი! ეს კრიზისი

არაფერია! გესმის ჩემი? არაფერი!“ – უთხრა მძღოლმა.

 

 

 

ანდაზები (1)

 

შენ გაქვს ყველაფერი გველის მოსაკლავად – თქვა მატრიარქატმა, გველგესლას

ზურგი გადაუმტვრია, მაჯის ტკაცუნით მოისროლა და ოთახის მეორე ბოლოს

ბუხარში შეაგდო. დირექტორის გასახარად, რომელმაც იმდენად გადახარჯა

ბიუჯეტი, რომ ეშინოდა, ბანკს ვალის დაბრუნება არ ეთხოვა, მის ნიშანზე

ბავშვები აკივლდნენ. ორმა მარწუხმა ასწია დივანი, მეორე კადრის აღსაბეჭდად,

რამაც სიმშვიდე დაუფრთხო მეორე გველს, რომელიც ელექტროსადენის კოჭზე გაცურდა, მატრიარქატისკენ, მან კი ხელი წაავლო და ცეცხლში მოისროლა.

„ყველაზე ლამაზი გოგო გასცემს იმას, რისი გაცემაც შეუძლია.“ გამოაცხადა

მან. ერთმა ბავშვმა მეორეს უჩურჩულა: „ოდესმე გაგვიშვებსაქედან?“ გუნდმა კენჭისყრით გადაწყვიტა სამუშაო პირობების გაფიცვით გაპროტესტება.

დირექტორმა განცხადებების დაფა ჩამოაგდო. „ნამდვილად საზარელი

ბოროტება დაეპატრონება“ – თქვა მან. „სიბრძნემ სახლი აიშენა.“ თქვა

მატრიარქატმადა ჩაასო შვიდი ბოძი. უმჯობესია, გყავდეს ასი მეგობარი,

ვიდრე ასი რუბლი. ბედნიერი გარეთ და სევდიანი სახლში…

 

1 2 3