კრისტოფერ მერილი
კრისტოფერ მერილი
ცნობილი ამერიკელი ჟურნალისტი, მწერალი, პოეტი, ესეისტი, მთარგმნელი, რედაქტორი, კულტურული დიპლომატი, კრისტოფერ მერილი ამერიკის შეერთებულ შტატებში, მასაჩუსეტსის შტატში დაიბადა. კრისტოფერ მერილს გამოცემული აქვს ექვსი პოეტური კრებული, ექვსი დოკუმენტური პროზის კრებული, მისი რედაქტორობით გამოცემულია პოეზიისა და პროზის უამრავი თარგმანი.  მას მიღებული აქვს მრავალი ლიტერატურული პრიზი. კრისტოფერ მერილი აიოვას უნივერსიტეტის საერთაშორისო სამწერლო პროგრამის ხელმძღვანელია. პროგრამა 1967 წელს დაარსდა და ერთმანეთსმსოფლიოს უამრავი მწერალი, მთარგმნელი, რედაქტორი და მკითხველი გააცნო. თუმცა, 1990-იან წლებში აღნიშნ...

ცნობილი ამერიკელი ჟურნალისტი, მწერალი, პოეტი, ესეისტი, მთარგმნელი, რედაქტორი, კულტურული დიპლომატი, კრისტოფერ მერილი ამერიკის შეერთებულ შტატებში, მასაჩუსეტსის შტატში დაიბადა.

კრისტოფერ მერილს გამოცემული აქვს ექვსი პოეტური კრებული, ექვსი დოკუმენტური პროზის კრებული, მისი რედაქტორობით გამოცემულია პოეზიისა და პროზის უამრავი თარგმანი.  მას მიღებული აქვს მრავალი ლიტერატურული პრიზი.

კრისტოფერ მერილი აიოვას უნივერსიტეტის საერთაშორისო სამწერლო პროგრამის ხელმძღვანელია. პროგრამა 1967 წელს დაარსდა და ერთმანეთსმსოფლიოს უამრავი მწერალი, მთარგმნელი, რედაქტორი და მკითხველი გააცნო. თუმცა, 1990-იან წლებში აღნიშნული პროგრამათითქმის განადგურდა. 2000 წელს კრისტოფერ მერილი  საერთაშორისო სამწერლო პროგრამის ხელმძღვანელად დაინიშნა.საბედნიეროდ, მან პროგრამის აღორძინება შეძლო და აიოვას უნივერსიტეტმა დღემდე 150 ქვეყნის 1600 პოეტს, მხატვრული და დოკუმენტური პროზის მწერალსა და დრამატურგს უმასპინძლა.  კრისტოფერ მერილის ძალისხმევით, ქალაქი აიოვა იუნესკოს ლიტერატურულ ქალაქად გამოცხადდა. 2011 წელს მერილი იუნესკოში ამერიკის ნაციონალურ კომისრად დაინიშნა.

მისი ბოლო წიგნი, „Flares”- პოეტური პროზის კრებული (გამომცემლობაWhite Pine Press), 2021 წელს გამოვიდა. როგორც ლიტერატურული ონლაინ ჟურნალი “The Millions” წიგნის შესახებ წერს: „კრებული აერთიანებს ტრადიციული პოეტური პროზის ბრწყინვალე ნიმუშებს.“ პოეტურ პროზას არ აქვს ლექსის ფორმა, ხშირად მასში არ ჩანს მთავარი გმირი, არც სიუჟეტი, მასში ძირითადად სურეალისტური, აბსურდული, ჰალუცინაციური, პარადოქსული მხატვრული სახეები იხატება, რაცმკითხველს ხშირად აბნევს კიდეც. პოეტები, როგორც წესი, წარმოაჩენენ მდიდარ ფანტაზიას, იყენებენ მდიდარ მეტაფორებს.

ლიტერატურული ქვეჟანრი „ლექსი პროზად“ (პოეტური პროზა) ჯერ კიდევ მეჩვიდმეტე საუკუნეში იაპონიაში ჩამოყალიბდა. ევროპაში პოეტური ლექსის წერა პოეტებმა მეთვრამეტე საუკუნის დასაწყისში დაიწყეს. ის განსაკუთრებით პოპულარული გახდა 1950-1960 – იან ამერიკაში. 1989 წელს ამერიკელმა პოტმა ჩარლზ სიმიკმა პოეტური პროზის კრებულისთვის „The World Doesn’t End” პულიცერის პრემია მიიღო. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ „ლექსი პროზად“ დღესაც ალტერნატიულ ქვეჟანრად აღიქმება.

როგორც კულტურული დიპლომატი, კრისტოფერ მერილი მთელ მსოფლიოში მოგზაურობს. 2022 წლის ივნისში ის აიოვას უნივერსიტეტის საერთაშორისო სამწერლო პროგრამის ხელმძღვანელის რანგში თბილისში ჩამოვიდა, სადაც  მას სამ ამერიკელ მწერალთან ერთად, მწერალთა სახლის რეზიდენციამ უმასპინძლა.

მეტი მაჩვენე ნაკლები