მუსიე პრიუდომ

 

ჭკუადამჯდარი, მერია და ოჯახის მამა.

მიმაგრებული საყელური უფარავს ყურებს.

უტყვი თვალებით უერთდება ოცნების ყურეს

და ქოშებიდან გაზაფხულის ეღვრება გამა.

 

მას არ იზიდავს ვარსკვლავები, არც მთვარე ართობს,

არც – მელოდია ხეივანში მგალობელ დასთა.

ან მობიბინე მდელოს რა აქვს საერთო მასთან?!

მუსიე პრიუდომ ერთ რამეზე ოცნებობს მარტო:

 

სურს, ქალიშვილი მიათხოვოს კაცს ნამუსიანს,

მდიდარ, ღიპიან ბოტანიკოსს, ვიღაც მუსიეს.

რაც შეეხება ლექსის მწერლებს, მათთან ავია –

 

ამ უქნარა და დაუვარცხნელ ხეპრეთა ურდოს

უფრო ვერ იტანს, ვიდრე თავის ქრონიკულ სურდოს.

და მის ქოშებზე გაზაფხულის ვარდნი ყვავიან.

 

 

 

1 2 3 4