თვლემას გატყობ, ყოფავ ჩემო

 

თვლემას გატყობ, ყოფავ ჩემო,

ბინდით შემობურვილო:

განისვენეთ, იმედებო,

განისვენეთ, სურვილნო!

 

ვეღარაფერს ხედავ, თვალო,

ხსოვნავ, ქრები ნელი-ნელ,

ავს და კეთილს მისათვალო…

დარდო, რად მომევლინე!

 

ვარ აკვანი საფლავს მდგარი,

სადაც ქარი არა ჩანს –

ხელი მარწევს უჩინარი:

მდუმარება მარადჟამს!

 

 

 

 

ფრანგულიდან თარგმნა  ბაჩანა ჩაბრაძემ

 

 

 

1 2 3 4