კაბარეთა ხმაური

 

კაბარეთა ხმაური. ტროტუარის შლამები.

გაძარცული ჭადრები, ავდრით განაწამები.

ომნიბუსი ჭრიჭინა, ძლივს რომ იჭერს ბორბლები,

რკინის კორიანტელი, ლაფით დანადორბლები,

ზანტად რომ მიხრიგინებს, წითელ-მწვანე შუშებით.

წევა-წევით, კლუბისკენ მიმავალი მუშები,

ჟანდარმების ცხვირის წინ ახრჩოლებულ ნაღვერდლით.

ნესტი სახურავიდან კედლებს ჩამონაღვენთი.

ქვაფენილი დამსკდარი და ზედ გუბე მრავალი.

– ასეთია ჩემი გზა, სამოთხისკენ მავალი.

 

 

1 2 3 4