პოლ ვერლენი
პოლ ვერლენი

პოლ ვერლენი (1844 – 1896) –  ფრანგი პოეტი, სიმბოლიზმის მიმდინარეობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წარმომადგენელი.

პოლ ვერლენი დაიბადა მეცში, საშუალო განათლება პარიზის ლიცეუმში მიიღო, შემდეგ კი სახელმწიფო სამსახურში მუშაობდა. ლექსების წერა ადრეული ასაკიდან დაიწყო. წლების განმავლობაში გამოაქვეყნა ლექსების რამდენიმე კრებული, რომლებმაც აღიარება მოუტანეს.