***

ცხოვრება ჩემ ზურგს უკან ისე ჩუმად არის,

ისე ჩუმად გრძელდება,

თითქოს მოპარული ნივთები მიაქვს ჩემგან

და ფეხაკრეფით ისე ჩუმად მიაბიჯებს,

თითქოს ეშინია არ გავიგონო,

არ შემოვბრუნდე,

და შეშინებული მიმტანი ქალის მსგავსად

ფინჯანივით არ გაუვარდეს ხელიდან

ყველაფერი

რაც ჩემგან მიაქვს.

 

 

***

იცი როგორი ქალი იყო,

მზე თითებიდან ამოჰყავდა და პურს ზელდა.

პურს

ჰყიდდა,

ჰყიდდა,

მთელი ცხოვრება ბებიაჩემი.

მტრედების გუნდი ესია და მათ აპურებდა.

მტრედებმა წაიღეს მისი სიცოცხლეც

და არეკლილი სუსტი კვალივით –

ირგვლილ მოფანტეს.

 

 

1 2 3 4 5 6 7