***

(ნინის)

 

აი ასეა, აქ უნდა ვიყო,
რომ ცხოვრება ავაშენო.
მერე კი თავისით გამომეცალოს ხელიდან
ნაწილ-ნაწილ ან ერთბაშად, ჩამოინგრეს
როგორც გუმბათი.
აი ასეა, რაც ეხლა გავიფიქრე
ადგილებად იქცნენ, სულ გზებად იქცნენ
და თვალს ვარიდებ, რომ სხეული
არ გამეპაროს რომელიმე დიდი ქუჩისკენ.
რადგანაც ვიცი სინამდვილეში
ვიწრო ჩიხები მიყვარს და მომწონს.
აი ასეა, რაც კი ეხლა ვთქვი
ადგილებად იქცნენ, სულ გზებად იქცნენ,
რომლის ერთ-ერთ დიდ ქუჩაზეც ქერა გოგო დგას
და მეუბნება – ჩემთან მოდი, რომ აქ კაია.
მე დაბნეული ვიყურები, შუქი თვალებს მჭრის.
ქერა გოგო კი ჩემკენ მოდის, ხოლო მის უკან
გზა სულ ქრება, თითქოს მიწა ჭამს.

 

 

***

არც კი ვიცოდი
თუ არსებობდი.
მე მხოლოდ შენი
სიჩუმე მახსოვს,
ისე კი არა
როგორც ზოგადად,
არამედ რაღაც იმაზე ახლოს.
მერე კი მერე გაჩნდნენ სიტყვები
და ყველაფერი გართულდა მერე
და შეუმჩნევლად ერთად ვიწყებდით
რაღაც ახალ და ჯერ უცნობ ფერებს.
და არაფერი იყო გათვლილი,
რაც ნამდვილია თავისით მოდის.
და ვგრძნობდი როგორ მითვალთვალებდნენ
შენი თვალები დამღუპველ დოზით.
რაც იყო ნაღდად იყო ნამდვილი
მე ეხლაც იქნებ რაღაც მმართებს.
შემომრჩა მაინც სადღაც ადგილი
და ვიცი მაიც ვერ გაგამართლებ.
ვერ მოვიხელთე ალბათ მოტივი.
ვხვდები სარკიდან ჩუმად რომ მიმზერ.
დღეკი ჩაიწვა სიგარეტივით
და ისევ ვეძებ დარჩენის მიზეზსს.

 

 

 

1 2 3 4 5 6 7