***

აი, დათქმული დღე,
რომელსაც ელოდი.
დღე, რომელიც დიდხანს იყო გზაში,
და გზაში ისეთი ლამაზი იყო – მისკენ გარბოდი,
უფრო სწორად, ამას ცდილობდი,
რათა შეგემცირებინა შეხვედრის თარიღი.
შენ კი სხეული არ გემორჩილებოდა
და რაც შეგეძლო ის იყო –
გენახა, როგორ იზრდებოდა ფიფქი
და ტანს იყრიდა.
გენახა, როგორ იზრდებოდა შენს თვალებში
გზის შემცირების თანიმდევრობოთ
ის დღე, დათქმული,
ფიფქს რომ გავდა შუა გზაში,
და სახლად იქცა,
ერთჯერად სახლად.

 

 

 

1 2 3 4 5 6 7