***

შეშლილებზე ვწერ, იმ შეშლილებზე,
ვინც ვერასოდეს ახერხებენ თავის დამკვიდრებას,
რადგან ქარებივით სწრაფები არიან
და ერთ ადგილზე ვერასდროს ჩერდებიან.
რაღაცნაირი მუსიკა დაყვებათ ასეთ ადამიანებს,
რადგან ნივთებივით ეხებიან მუსიკას,
თუმცა მათ დიდხანს ვერ მოუსმენ,
რადგან ქარებივით სწრაფად გადაადგილდებიან
და ისე უკვალოდ ქრებიან, ისე უკვალოდ, თითქოს საპნის ბუშტი გასკდაო.
შეშლილებზე ვწერ, იმ შეშლილებზე
ვინც ერთი გადაფრენით
ჩამიტოვა სისხლში მუსიკა

 

 

 

***

მზე რავი, სადღაც იქით ჩადის.
მზეო ჩემს გულსაც გაივლიდი.
რა ლამაზია ჩემი დარდი,
თოვლში ნაპოვნი ყვავილივით.
აცდენილია… მიზანია…
ვეძებ სურვილის ამწყდარ ღილებს.
და თითქოს ამ დღის სიზმარი ვარ,
გავქრები როცა გაიღვიძებს.

 

 

1 2 3 4 5 6 7