კაბა

 

ამ კაბასაც ჰქონდა თავისი ისტორია,

სანამ სარეცხ მანქანაში

მცდარ გრადუსზე შევაგდებდი და შედგებოდა.

ამ კაბით ვიმოგზაურე ფშავში,

სუფთა მთის ჰაერი ვისუნთქე და

მერე იმ ჰაერში მაღალი სიყვარული გავაჩინე.

თავიდანვე ჰაერში ეკიდა ის სიყვარული,

ხელს მიწვდიდა, _ამოდიო, გადაგარჩენო,

მე კი მაინც შემოვბრუნდი,

მაინც მიწას ავეკარი,

მაინც კაბა დავისვარე,

მერე ის კაბა მაღალ ტემპერატურაში

გავრეცხე და შედგა.

 

 

1 2 3 4 5