ირმა შიოლაშვილი
ირმა შიოლაშვილი
ირმა შიოლაშვილი, პოეტი, მთარგმნელი, ჟურნალისტი.   დაიბადა 1974 წელს დედოფლისწყაროს რაიონში. 1996 წელს დაამთავრა უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი, 1993 -98 წლებში საზოგადოებრივ არხზე მიჰყავდა გადაცემათა ციკლი თანამედროვე ქართულ მწერლობაზე. 1998-2004 წლებში სწავლობდა  შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში და ბონის ფრიდრიხ ვილჰელმის სახელობის უნივერსიტეტის შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის კათედრაზე (კომპარატისტიკა) ასპირანტურაში. 2005 დაიცვა დისერტაცია თემაზე „მეორე მსოფლიო ომის შემდგომი ქართული და გერმანული პოლიტიკური ლირიკა.“   საქართველოში გამოცემული აქვს ხუთი პოეტური კ...

ირმა შიოლაშვილი, პოეტი, მთარგმნელი, ჟურნალისტი.

 

დაიბადა 1974 წელს დედოფლისწყაროს რაიონში. 1996 წელს დაამთავრა უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი, 1993 -98 წლებში საზოგადოებრივ არხზე მიჰყავდა გადაცემათა ციკლი თანამედროვე ქართულ მწერლობაზე.

1998-2004 წლებში სწავლობდა  შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში და ბონის ფრიდრიხ ვილჰელმის სახელობის უნივერსიტეტის შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის კათედრაზე (კომპარატისტიკა) ასპირანტურაში.

2005 დაიცვა დისერტაცია თემაზე „მეორე მსოფლიო ომის შემდგომი ქართული და გერმანული პოლიტიკური ლირიკა.“

 

საქართველოში გამოცემული აქვს ხუთი პოეტური კრებული:„ არარსებული სიტყვა“( მერანი,1992) „მოლურჯო თაღი“(მეცნიერება,1996-ქართულ -რუსული გამოცემა),  „ცრემლის ნაფეხური“.(მერანი, 2003) „ფოთლების ხიდი“ (საარი,2009) , „ორშაბათი“.(საუნჯე,2013)

ირმა შიოლაშვილის ლექსები თარგმნილია რუსულ,ფრანგულ, ინგლისურ, გერმანულ ენებზე და შესულია არაერთ უცხოენოვან ანთოლოგიაში.

2011 წელს გერმანიაში გერმანულ ენაზე გამოიცა მისი წიგნი “ფოთლების ხიდი” (“Eine Brücke aus bunten Blättern”, Kaukasische Bibliothek, Band 3. POP Verlag, Deutschland)., ხოლო 2018 წელს გამოიცა მეორე წიგნი „თავდაყირა“ *(„Kopfüber“, Kaukasische Bibliothek, Band 19. POP Verlag, Deutschland)

არის ევროპელ ავტორთა გაერთიანება „Kogge“-ს და გერმანიის მწერალთა კავშირის წევრი.

1999 წლიდან დღემდე. ბონის სამოქალაქო რადიო „LoCom“- ში უძღვება გადაცემათა ციკლს „სარკმელი საქართველოსკენ“.მუშაობს ასევე  გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის  საზოგადოებაში(GIZ) დოცენტად

მეტი მაჩვენე ნაკლები