ომარ თურმანაულის დაუწერელი ლექსები

 

ზუსტად ვიცი, მტკივნეული სპექტაკლი იყო:

ყველამ ხელები გაშალა და ჩაიხუტა მიწასავით,

ყველა ძველმა მეგობარმა ჩაიხუტა მიწასავით

გულში მასზე მოგონებები. და ლექსები.

და თბილისის ძველ ქუჩებში დაბნეული მისი ხმები.

და შუაზე გადატეხილი მისი ცხოვრება.

ხილიანადან თბილისამდე,

თბილისიდან სტრასბურგამდე

ხიდივით გადებული მისი ცხოვრება,

რომელიც ბოლოს მაინც ძველი ხიდივით ჩატყდა.

მეც სპექტაკლის მონაწილე ვარ,

მეც ხელები გავშალე და რუსთაველზე გაფანტული

მისი ყველა დაუწერელი ლექსი ავკრიფე.

 

 

 

1 2 3 4 5