სუპერმარკეტის დაცვის ბიჭის სიმღერა

 

დრო აქ არ არი, სხვაგანაა, დროის მიღმავარ,
არც დასაწყისი გააჩნია, არცდასასრული,
თითქოს ჯემია, უვარგისი, ვადაგასული,
რო ჩამოვარდა ამ დილით და რო დაიღვარა,
და რო მოწმინდა მობუზღუნე დამლაგებელმა,
და ისე გაქრა, თითქოს ქვეყნად არც კი ყოფილა,
და სულ ცოტა ხნით იარსება, როგორც პეპელამ,
2. წაიღო ნაგვის კრემისფერმა ავტომობილმა.
ამასობაში ჩემ რაციას ტუჩზე მივიდებ:
ცენტრი, ოთხი ვარ, ობიექტზე არი სიმშვიდე!

დიახ, დრო მოკვდა, გაარიდეს აქაურობას,
დასაბამიდან ლავასავით ჩემკენდაძრული,
ამ კედლებით და ვიტრინებით შემოსაზღვრული
მე ვდგავარ, როგორც უკბილო და ძველი ხუმრობა.
მხოლოდ სივრცეში დავტივტივებ და უძილობით
ამომწვარ თვალებს გავაყოლებ ქალის უკანალს,
და მომაწოდა კოვზით, როგორც ნივრის სიროფი,
4. მისმა მხლებელმა მამაკაცმა უხმო მუქარა.
რაციით ხელში, თავდახრილი, მივდი-მოვდივარ:
ჩემ ობიექტზე სიმშვიდეა, ცენტრი, ოთხივარ!

ვჯდები ხანდახან და ვკითხულობ ყვითელ ჟურნალებს,
ვეცნობი ვინ ვის დაშორდა და ვინმოიყვანა,
ეს ჭორიკანა როგორ ლანძღავს იმჭორიკანას,
ვეცნობი ფულით ავადმყოფებს და მათ მკურნალებს.
არადა მათი ნახევარი ფული რომომცა
და რო ჩავაგდო ცხოვრებაში ყველა დუპლეტი,
და რო არ ვიყო ისე მშრალზე, ახლა როგორცვარ,
6. ზეცასთან ალბათ უფრო ხშირად ვისაუბრებდი.
საათში ერთხელ ჩემ რაციას პირზე მივიდებ:
ცენტრი, ოთხი ვარ, ობიექტზე არი სიმშვიდე!

ის (ღმერთი. – ბ. ა.) არც უკრავს და არც მაკვრევინებს,
დაუკრას მაინც, მის დაკრულზე მეც რო ვიცეკვო,
მე ჩემს მოსაწევს მაინც მოვწევ იმ პლანს, იმწეკოს,
უბრალოდ ვბრაზობ, რო უმართლებთ ვიღაც დებილებს.
მე მათ ვაგზავნი ჯანდაბაში, თანაცახლავე:
ჯანდაბას ყველა ფაშისტი და ყველაზეპური,
ახლა და ამ წამს მე ის უფრო მადარდ-მახარებს,
8. ჩვენ მოლარეზე ძლიერ რო ვარ შეყვარებული.
სექციებს შორის, მოწყენილი, მივდი-მოვდივარ:
ჩემ ობიექტზე სიმშვიდეა, ცენტრი, ოთხივარ!

თვალებს ვეღარ ვწყვეტ, როცა ზის და მავანკლიენტებს
ემსახურება, ვუცქერ და რა დასამალია,
თვითონაც ხვდება ამ ყველაფერს (მაინც ქალია),
მაგრამ ნუგეშად სიტყვასაც კი არგაიმეტებს.
ამ სიყვარულზე ალბათ ლექსიც დაიწერება
ვინმე პოეტი რომ მნახავდეს ასე ფრთებგაშლილს…
მაგრამ რა ვუთხრა ამ ხანმოკლე ბედნიერებას,
10. რომ ის (მოლარე. ბ. ა.) არის დილის სმენაში
(უკვე დრო არი, ჩემ რაციას ტუჩზე მივიდებ:
ცენტრი, ოთხი ვარ, ობიექტზე არი სიმშვიდე!),

სამზე მიდის და მთელ მარკეტში წვებაწყვდიადი,
და დროსთან ერთად გამქრალია სივრცის ნაკვთები,
და იცინიან ნაბოზვარი კონსულტანტები.
მე ველოდები, როდის მოვა ესგანთიადიც,
რომ დილით ისევ, სანამ სმენა დამიმთავრდება,
ერთი საათით ვუყურო და მერე წავიდე,
როცა დრო ისევ ცოცხლდება და ათიგახდება,
12. მოდის შემცვლელი, მე ფეხს ვითრევ, ვითვლი ნაბიჯებს.
ხოლო მანამდე, თავდახრილი, მივდი-მოვდივარ:
ჩემ ობიექტზე სიმშვიდეა, ცენტრი, ოთხივარ!

დიახ, ამ ქვეყნად რა გამოლევს ფაშისტ დებილებს,
ისინი აქაც შემოდიან ყოველდღიურად,
ჩემი მოლარე მათ მიცემულ მსხვილ კუპიურას
გამომიწვდის და მეტყვის: “დაცვა, დააშლევინე!”
და მე მივქრივარ, თითქოს მიმაქვს მნიშვნელოვანი
შეტყობინება, დავეცემი, ვდგები დავცდილობ
(ვერ შემაჩერებს გზა ვიწრო და ვერცა კლდოვანი),
14. რო დედამიწა კატასტროფას გადავარჩინო,
და განათებულ კაბინეტში ფიცხლად შევდივარ
(“კავშირზე გამო, მშვიდობაა?! ოთხი, ცენტრივარ!”).

ის (დირექტორი. ბ. ა.) სეიფს გამოაღებსდა
დაშლის, ვერ ვხვდები რატო ვძულვარ ასე ძალიან,
თითქოს რაც ხდება ქვეყნად ცუდი, ჩემი ბრალია,
არადა ჩუმად და მორჩილად ვდგავარ კარებთან.
ალბათ მას მერე ვეღარ მიტანს, შუაღამისას
რო წამომადგა, შვილთან ერთად, სკამზე მთვლემარეს,
ათასში ერთხელ მესალმება, გარდა ამისა
16. ისე მიყურებს, თითქოს იყოს ძველი მევალე.
ღამდება, მე კი მოწყენილი, მივდი-მოვდივარ:
კი, მშვიდობაა ობიექტზე, ცენტრი, ოთხივარ!

საათი მითვლის ნაბიჯებს და საათს მევუთვლი
წამებს, დახლებმა, სექციებმა ისე დამღალეს,
რო არც ვდარაჯობ, მარკეტის წინ, ავტომანქანებს,
არადა თითო მანქანაში ლარი მეკუთვნის.
ვსვამ “ჰეინეკენს”, რიჟრაჟია, ცოტა შევთვერი,
ღირსი ხართ, მაგრამ ადამიანს მაინც ვერვესვრი,
ხოდა, მივდივარ სამუდამოდ, რადგან მეთქვენი
18. სამასი ლარის მათხოვარი დედებს შევეცი!

 

 

1 2 3 4