ამონარიდი ხალხისგან – დიახ

 

პატარა გოგო პირველად ხედავს აღლუმს

და იკითხავს:

-„ეს რა არის?“

-„ჯარისკაცები.“

-„ვინ არიან ჯარისკაცები?“

-„მეომრები. ისინი ცდილობენ, რაც შეიძლება

მეტი მოწინააღმდეგე მოკლან.“

გოგონა გაშეშდა და ჩაფიქრდა:

-„იცი… მე რაღაც ვიცი.“

-„ჰოო? და რა იცი?“

-„ზოგჯერ ისინი ომში მიდიან

და ვეღარ ბრუნდებიან უკან.“

 

 

 

ჩიკაგოელიპოეტი

 

მე მივესალმე ვიღაც არავინს.

მე მას ვხედავდი სარკეში.

ის მე მიცინოდა, მე – მას.

მან წარბი შეკრა, – მეც.

ვიომეორებდი ყველაფერს,

რასაც – ის.

– „გამარჯობა, მე თქვენ გიცნობთ“

მივმართეთ ერთმანეთს,

მაგრამ ეს იყო ტყუილი.

აჰ, ეს. სარკის მომაბეზრებელიკაცი.

მატყუარა, სულელი, მეოცნებე, მსახიობი,

ჯარისკაცი, მტვრის მყლაპავი,

ჰო. ის ჩემთან ერთად დაეშვება

ბნელი კიბის საფუხერებზე,

როცა გარშემო აღარვინ იქნება,

როცა ყველა სხვა წავა.

ის, მე გამომდებს ხელკავს.

დავკარგავ ყველაფერს,

მაგრამ მას – არა.

 

 

                              თარგმნა ირაკლი ბერიამ

 

 

 

 

 

1 2 3 4 5